უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და მზად ვართ ჩვენი გამოცდილების გასაზიარებლად

უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და მზად ვართ ჩვენი გამოცდილების გასაზიარებლად

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და მზად ვართ ჩვენი გამოცდილების გასაზიარებლად, - განაცხადა უნგრეთის ეკონომიკის მინისტრმა ჩაბა ლანტოსმა.

უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან შეხვედრა მედიასთან შეაფასა და აღნიშნა, ნაყოფიერი შეხვედრა შედგა.

„ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი გვქონდა ნარჩენების მართვის, ცირკულარული ეკონომიკისა და წყლის მართვის საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა საქართველოსთან ერთთად დაგვეფინანსებინა აქტივობები“, - განაცხადა უნგრეთს ენერგეტიკის მინისტრმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრს ჩაბა ლანტოს შეხვდა.