ჯანდაცვის მინისტრმა თანამშრომლებს ახალი მოადგილე ილია ღუდუშაური წარუდგინა

ჯანდაცვის მინისტრმა თანამშრომლებს ახალი მოადგილე ილია ღუდუშაური წარუდგინა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე ილია ღუდუშაური წარუდგინა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ილია ღუდუშაური მანამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი იყო. 2017-2018 წწ. იკავებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის, დირექტორის მოადგილის თანამდებობასაც.

„ახალი მოადგილე სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს. მის საკურატოროში შევა სამინისტროს სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მათ შორის: დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო. ასევე ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი“, - აცხადებენ უწყებაში.

kolxi 6 miliardiani biujeti da adamiani arsaidan!!!???
3 წლის უკან
kolxi და ჩვენ კიდევ პრეტენზია გვაქვს ქვეყბის წინსვლაზე არა>!
3 წლის უკან