მოსკოვის ოლქში რუსეთის გენშტაბის გენერალი მანქანაში ააფეთქეს

მოსკოვის ოლქში რუსეთის გენშტაბის გენერალი მანქანაში ააფეთქეს

მოსკოვის ოლქის ქალაქ ბალაშიხაში საკუთარ ავტომობილში რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი იაროსლავ მოსკალიკი ააფეთქეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქება მანქანაში დამონტაჟებულმა თვითნაკეთმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. აფეთქების მომენტში ავტომობილი საცხოვრებელ სახლთან იდგა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.