ევროკავშირის საელჩომ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც გიორგი ჩუგოშვილი მონაწილეობს.
ის ამბობს, რომ ევროპის დღეების ერთ-ერთი სპიკერი იქნება. ეს ის ჩუგოშვილია, რომელიც ქართული ეკონომიკის კოლაფსს პროგნოზირებდა.
სწორედ მან შექმნა პლატფორმა „ფრი ბიზნესი“.
მმართველი გუნდის განცხადებით, ევროკავშირის საელჩო იმ ადამიანებს ახალისებს, რომლებიც ქვეყანას ეკონომიკურ საბოტაჟს უწყობდნენ.