მარაგების მართვა და კონტროლი iCash-ის საშუალებით

მარაგების მართვა და კონტროლი iCash-ის საშუალებით

თუ გაქვთ მაღაზია, საკონდიტრო ან ნებისმიერი ტიპის სავაჭრო თუ კვების ობიექტი, თქვენი ბიზნესის წარმატების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - მარაგების მართვა და კონტროლია. 

ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის პრობლემას იწვევს, პროდუქციის როგორც არასაკმარისი, ასევე ჭარბი ნაშთი. თუ კარგად გაყიდვადი პროდუქტი ხშირად არ გაქვთ საკმარისი რაოდენობით ობიექტზე, ეს იმას ნიშნავს, რომ იმედგაცრუებულს ტოვებთ მომხმარებელს და მას თანდათან გაუქრება თქვენთან მოსვლის სურვილი, მაგრამ თუ ჭარბი რაოდენობით გექნებათ, ესეც არაა სახარბიელო, რადგან მისთვის საწყობში მოგიწევთ დამატებითი სივრცის გამოყოფა და თუ მალფუჭებადია, დიდი ალბათობით ვერ მოასწრებთ მის რეალიზებას ვადის გასვლამდე. 

მსგავსი საკითხები რომ თავიდან აიცილოთ საუკეთესო გამოსავალია მაღაზიის პროგრამა iCash, რომელიც ბიზნესის მართვის უსაზღვრო შესაძლებლობებთან ერთად გაძლევთ საშუალებას მარტივად მართოთ და აკონტროლო მარაგები.  

რა არის და როგორ ეხმარება iCash ბიზნესებს სამუშაო პროცესების მართვაში? 

iCash ქლაუდზე დაფუძნებული სავაჭრო პროგრამაა, რომელიც გეხმარებათ ბიზნესის მართვის ყველა ეტაპზე - იქნება ეს მარაგების მართვა, კონტროლი, პროდუქციის მიღება, სწრაფი გადახდები და.ა.შ. ყველაფერი, რაც კი თქვენს ობიექტზე ხდება უმარტივესად  კონტროლდება მაღაზიის პროგრამით iCash-ით. 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მარაგების მართვას უდიდესი როლი ეკისრება ბიზნესის წარმატებაში, სწორედ ესაა iCash-ის მთავარი ხიბლიც, რომ ყოვლისმომცველი მაღაზიის პროგრამა საშუალებას გაძლევთ მართოთ და აკონტროლოთ მარაგები რეალურ დროში, რაც უზრუნველყოფს ობიექტზე პროდუქციის საჭირო რაოდენობის არსებობას. 

როგორ ხდება მარაგების კონტროლი პროგრამის მეშვეობით? 

iCash  გაძლევთ საშუალებას მოახდინოთ გაყიდვების მონიტორინგი სხვადასხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით, მათ შორის ობიექტების, ოპერატორების, თარიღების და სხვა მონაცემების მიხედვით. 

სისტემა ეფექტურად ასახავს ბრუნვებს, შემოსავლებს, ხარჯებს და ფინანსურ ნაკადებს, რაც იძლევა სრულ ანგარიშს თქვენი ბიზნესის შედეგებზე. გარდა ამისა, მისი მთავარი უპირატესობებია: 

•    პროდუქციის მიღების მოქნილი სისტემა

•    მარაგების კონტროლი რეალურ დროში

•    დოკუმენტების შაბლონების შექმნის შესაძლებლობა (პროდუქციის სია, მიღება, აღწერა და ბევრი სხვა ოპერაცია)

•    აქციები, ფასთა წესები და მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამები

•    ინფორმაციის ოპერატორების მიხედვით გაფილტვრა ზუსტი ანგარიშებისათვის

•    ყოვლისმომცველი სტატისტიკა, ანგარიშები და სხვა მონაცემების ანალიზი

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ iCash არის მარკეტის სანდო პროგრამა, რომელიც გაძლევთ  შესაძლებლობას გაამარტივოთ თქვენი სავაჭრო ოპერაციები და გააუმჯობესოთ მომხმარებლის გამოცდილება მისი მოსახერხებელი ინტერფეისისა და ფუნქციების დახმარებით.