ჩვენი მიზანია, შეერტებული შატეტბის ახალ ადმინისტრაციას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის სრული მზადყოფნაა - მზად ვართ ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც იქნებოდა არა ცარიელი სიტყვები, როგორიც ეს ბაიდენის ადმინისტრაციის დროს იყო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.
იგი ამგვარად გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ლევან დავითაშვილის შეხვედრას.
პაპუაშვილის განცხადებით, საქართველომ ბევრჯერ აჩვენა, რომ ის რეგიონში აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორია.
„ჩვენი მიზანია, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის ახალი ფურცლიდან დაწყებისთვის სრული მზადყოფნაა. ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც იქნებოდა არა ცარიელი სიტყვები, როგორიც ეს იყო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, როდესაც ტკბილ სიტყვას გვეუბნებოდნენ, თითქოს სტრატეგიული პარტნიორები ვიყავით, მაგრამ საქმეზე ხდებოდა ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა ამერიკული დაფინანსების მიერ.
ზუსტად იმ თაღლითური სქემებით, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ ამხილა. აშშგადახედონ წარსულს, იფიქრონ მომავალზე, დაფიქრდნენ და ყველამ გაანალიზოს, ვართ თუ არა ჩვენ აშშ-ის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
სანქციებთან დაკავშირებით კი შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რაც თვითნებური და უსამართლოა, ბუნებაში არ უნდა არსებობდეს.
„რაც შეეხება ე.წ. სანქციებს, ის თავისთავად აპრიორია, უსამართლო, თვითნებური და ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ქვეყნებს შორის თანაბარი ურთიერთობების გაგებას, არამედ ადამიანის უფლებების ელემენტარულ გაგებასაც კი. ამიტომ, ეს წინაპირობა კი არ არის, არამედ თავისთავადობაა, რომ ის, რაც არის თვითნებური და უსამართლო, ბუნებაში არ უნდა არსებობდეს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება აშშ-ში ახალი ელჩის კანდიდატურას, პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ელჩობის კანდიდატს [პარტია] არათუ განხილავს, დასახელებულიც ჰყავს და პროცედურები მიდის. ვინაობას ვერ გეტყვით“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.