ქართული მწვანილი მანჰეტენზე გაიყიდება

ქართული მწვანილი მანჰეტენზე გაიყიდება

წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში ამერიკელმა ინვესტორებმა საცდელი სათბურების მშენებლობა დაიწყეს.

ინვესტორები იმედოვნებენ, რომ რუსეთის ბაზარზე საკმაოდ გავრცელებული მწვანილის ბიზნესი ამერიკაშიც სარფიანი იქნება.

ქვიტირში ისინი ადგილობრივ გლეხებთან ერთად მწვანილის მოყვანას უახლესი ტექნოლოგიით გეგმავენ.

პროდუქცია თანამედროვედ შეიფუთება და მასზე მოყვანის ადგილს მიუთითებენ.

„სასიამოვნოა, რომ ჩვენ მიერ მოყვანილ ქინძსა და ოხრახუშს მანჰეტენზე გაყიდიან,“ - განაცხადეს სოფელ ქვიტირის მცხოვრებლებმა.