კახა გეწაძე „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადეს

კახა გეწაძე „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადეს

საქართველოს პარლამენტის წევრს და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, კახა გეწაძეს, რუსეთის საელჩომ ვიზა არ მისცა.

დეპუტატი მოსკოვში, ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებთან ერთად მიემგზავრებოდა. გეწაძის განცხადებით, რუსეთის საელჩოში მას განუცხადეს, რომ არსებობს გარკვეული არაოფიციალური ბრძანება, რომლის მიხედვითაც კახა გეწაძეზე რუსეთის ვიზა არ გაიცემა.

საელჩოში უარის მიზეზი დაასახელეს: გეწაძე მინსკის მოვლენებში მონაწილეობდა და მინსკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ იყო დაკავებული.

გეწაძის თქმით, საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც კულტურის მინისტრი გიორგი გაბაშვილი ხელმძღვანელობს, 30-მდე წევრია, თუმცა რუსეთის ვიზა მხოლოდ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ვერ მიიღო.