ირაკლი კობახიძე: ჩვენი ინფორმაციით, გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, რადიკალებმა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ინფორმაციით, გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, რადიკალებმა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს

„ჩიხში შესული რადიკალებისგან დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის- საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც, რამდენიმე დღის წინ, სუს-მაც გაავრცელა განცხადება. განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, გუშინ, ერთ-ერთ თათბირზე, განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალები კანონის შესაბამისად მიიღებენ უმკაცრეს პასუხს.