"კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ფოტომასალა, რომელიც ბერლინში გიორგი გახარიას, ირაკლი კუპრაძისა და ბერდია სიჭინავას შეხვედრას ასახავს

"კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა ფოტომასალ, რომელიც ბერლინში გიორგი გახარიას, ირაკლი კუპრაძისა და ბერდია სიჭინავას შეხვედრას ასახავს.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაცია, რომ კუპრაძე და სიჭინავა გერმანიაში გახარიასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ, დადასტურდა.

დღეს, პარტიებში, სადაც გუშინ აცხადებდნენ, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, თქვეს, რომ ბერლინში გახარიასთან შეხვედრა შედგა.

არსებული ინფორმაციით, "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი და "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი გახარიამ გერმანიაში დაიბარა, რადგან 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატებზე ვერ თანხმდებიან.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე დღეს უკვე გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.

"ბუნებრივია, შეხვედრა შედგა, ეს არის სამუშაო პროცესი. რამდენიმე დღეში კანდიდატების შესახებ გადაწყვეტილება საჯაროდ უნდა გამოვაცხადოთ და რატომ არის გასაკვირი, რომ ორი პარტიის აღმასრულებელი და გენერალური მდივანი ხვდება პარტიის დამფუძნებელს, რაღაც სენსაციური არაფერია. გიდასტურებთ, რომ ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა ნამდვილად იმყოფებოდნენ ბერლინში სწორედ ამ საკითხების განსახილველად გიორგი გახარიასთან. გვეყოლება საერთო კანდიდატი, ვადასტურებ. ჩვენი ვერსია, როგორც თავიდან იყო ცნობილი, განიხილება დღემდე", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

მარბიელი ორი ოპო პარტიის წარმომადგენლები შეხვდნენ ერთმანეთს მომავალი არჩევნების წინ; და რა? მაჭავარიანი და ზარქუა რომ შეხვდნენ ერთმანეთს სადმე კაფეში, ვთქვათ არაბეთში საეჭვო იქნება?
49 წუთის უკან