ჩვენს პარტნიორებს კარგად ესმით, რომ პოლიტიკა, რომელსაც ისინი ხელისუფლებასთან მიმართებით აწარმოებენ, გადატვირთვას საჭიროებს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ლელო საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ერიკა ოლსონთან და აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ჩვენ დღეს გვქონდა საფუძვლიანი საუბარი იმაზე, როგორ და რა მიმართულებით უნდა გადაიტვირთოს ეს პოლიტიკა“, - აღნიშნა სამადაშვილმა.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ერიკა ოლსონი და აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ახლა ოლსენი და დეგნანი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ხვდებიან.