82 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი. ინფორმაციას შვილი სოციალურ ქსელში წერს.
1992 წლიდან 2003 წლამდე ჩარკვიანი საგარეო პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო. 2005 წელს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში საქართველოს წარმომადგენელი, ხოლო 2006 წლიდან ელჩი იყო. დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2011) და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით (2013).
მრავალმხრივ ნიჭიერი, მაღალი დონის ინტელექტუალი, ლამაზი და საინტერესო კაცი იყო. საინტერესო ცხოვრებითაც იცხოვრა.
კი იყო სააკაშვილის ოჯახთან დაკავშირებული - ჯერ დედას და ბიძას ასწავლიდა, თურმე, ინგლისურს, მერე მიშას - და ბუნებრივია, მათკენ ყოფილიყო, მაგრამ არასოდეს არავის აწუხებდა თავისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებით (რაც ასეთი იშვიათი და დასაფასებელი მოვლენაა ჩენს საზოგადოებაში).