საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით მიემართებიან

საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით მიემართებიან

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით მიემართებიან.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრა და გასაუბრება სურთ. ისინი მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დღეს საპროტესტო აქციები ქალაქის სხვადასხვა წერტილში გაიმართება. ერთ-ერთი ლოკაცია, სადაც აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან, იუსტიციის სამინისტროა.