პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ აქციები გამართვა პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა პროტესტის გამოხატვის ეს ფორმა ვერ გახდება ქვეყანაში ქაოსისა და დესტაბილიზაციის წინაპირობა.
"ეს კინო ჩვენ უკვე ვნახეთ ერთხელ, შარშან, როდესაც მათ არ აღიარეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და შემდეგ ასე ქუჩა-ქუჩა დარბოდნენ და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ მერე როგორც შედეგების აღიარება, ასევე პარლამენტში შემოსვლა.
კი ბატონო, საპროტესტო აქციის ჩატარება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მათ აქვთ ამის უფლება და ჩაატარონ, დღესაც ალბათ ჩაატარებენ და მომავალშიც, თუმცა ეს ვერ გახდება ქვეყანაში არეულობის, ქაოსის და დესტაბილიზაციის წინაპირობა. მთავარი ეს არის, თორემ საპროტესტო აქცია რამდენიც უნდათ იმდენი ჩაატარონ, ამაში მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.