"ეს წინადადება ღია კარის მტვრევას ჰგავს" - მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციის ინიციატივაზე

ოპოზიციის წინადადებას ოპონენტებს შორის დიალოგის დაწყების თაობაზე, მმართველ გუნდში უპასუხეს. "ქართული ოცნების" წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიალოგზე მმართველი გუნდის მხრიდან მუდმივი მზაობაა.

"ყოველთვის ვემიჯნებოდით ულტიმატუმების ენით ლაპარაკს, თუმცა, მგონია, რომ ოპოზიციის მხრიდან ამ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება და გასაღება ამისა, როგორც საკუთარი ინიციატივის, ვფიქრობ, ერთგვარად, ღია კარის მტვრევას ემსგავსება, რადგან ყოველთვის მომხრე გახლდით და ვსაუბრობდით, რომ აუცილებელია არა ასეთი დაძაბულობის კერების შექმნა, არამედ საუბარი, დისკუსია ყველა იმ საკითხზე, რომელთა დაკავშირებითაც შეიძლება სიმწვავის შემოტანის სურვილი ჰქონდეს ოპოზიციას,"-აცხადებს სარჯველაძე.