თამარ გაბუნია: აქციებს გარკვეულწილად მაღალი მობილობა უკავშირდება, ესეც ეპიდემიის მიმდინარეობას კვებავს და ძალიან საფრთხილოა

თამარ გაბუნია: აქციებს გარკვეულწილად მაღალი მობილობა უკავშირდება, ესეც ეპიდემიის მიმდინარეობას კვებავს და ძალიან საფრთხილოა

გარკვეულწილად მაღალი მობილობა აქციებს უკავშირდება. რა თქმა უნდა, ესეც ეპიდემიის მიმდინარეობას კვებავს და ძალიან საფრთხილოა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით რეგულაციებია დასაცავი.

„ინფექციის შეკავების გზა ისევ და ისევ არის დაწესებული რეგულაციების დაცვა, რომელიც მოქმედებს. ამის აღსრულება არის დღეს მნიშვნელოვანი. პირბადის გამოყენების მაღალ ნიშნულს თუ მივაღწევთ, ეს შედეგს მოგვცემს. გარკვეულწილად მაღალი მობილობა აქციებს უკავშირდება, ესეც, რა თქმა უნდა, ეპიდემიის მიმდინარეობას კვებავს და ძალიან საფრთხილოა, ზომები არის დასაცავი. ჩვენ გავიარეთ შეზღუდვების ყველა ეტაპი, ვნახეთ, როგორ ტალღისებურად ვითარდება ეს ყველაფერი. ამიტომ, ამ ეტაპზე, ისევ და ისევ ჩვენს ხელთ რჩება 3 ძირითადი წესი, რაც ვიცით: დისტანციის დაცვა, ხელის ჰიგიენა და პირბადის გამოყენება, ამას კიდევ ემატება ვაქცინაცია. ამ კონკრეტული მომენტისთვის მეტი რესურსი და მოლოდინი არ უნდა გვქონდეს იმისთვის, რომ ხვალვე ეპიდემიის გავრცელება საოცრად შეჩერდეს. კვლავ რჩება ვაქცინაციის მექანიზმი, რაც სიკვდილიანობის შემცირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა“,-განაცხადა გაბუნიამ.