"მიშამ თავისი ბავშვური აღტკინებით დაარწმუნა ეს ლეგენდა, ამდგარიყო უთენია, გაჰყოლოდა სადღაც მშენებლობაზე... გინახავთ ასეთი ისტორიები ლეგენდებზე?" - რას წერს სოციალურ ქსელში ნათია ბანძელაძე

ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­თია ბან­ძე­ლა­ძე ლე­გენ­და­რუ­ლი ეს­პა­ნე­ლი სა­ო­პე­რო ვარ­სკვლა­ვის, პლა­სი­დო დო­მინ­გოს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის პე­რი­ოდს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იხ­სე­ნებს. რო­გორც ბან­ძე­ლა­ძე წერს, ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა 2010 წელს შეძ­ლო, მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი მომ­ღე­რა­ლი და­ე­თახ­მე­ბი­ნა, ბა­თუ­მის მშე­ნე­ბა­რე ოპე­რის თე­ატ­რში არია შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

"ამ მსოფ­ლიო სა­ოც­რე­ბას პლა­სი­დო დო­მინ­გოს წარ­დგე­ნა რომ არ სჭირ­დე­ბა ზუს­ტად ვიცი, მაგ­რამ ეს ის­ტო­რია სულ სხვა რა­მე­ზეა. ეს ბა­თუ­მია, წვი­მი­ა­ნი, დი­ლის 4 სა­ა­თი... მი­შას თხოვ­ნით გა­მო­უ­ძი­ნე­ბე­ლი და ტჰე კომ­ფორ­ტს შეჩ­ვე­უ­ლი პლა­ნე­ტის უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა ხმა /ტე­ნო­რი, პლა­სი­დო დო­მინ­გო

ბა­თუ­მის ოპე­რის ახ­ლა­ხა­ნა­მოყ­ვა­ნილ სა­ძირ­კველ­ში მუხ­ლმოყ­რი­ლი ას­რუ­ლებს არი­ას! დიახ, მი­შამ თა­ვი­სი ბავ­შვუ­რი გულ­წრფე­ლო­ბით, აღ­ტკი­ნე­ბით და­არ­წმუ­ნა ეს ლე­გენ­და, ამ­დგა­რი­ყო უთე­ნია, გა­ყო­ლო­და სა­დღაც მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და რო­გორც სა­ძირ­კველ­ში სიმ­ბო­ლუ­რად ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლის "ჩა­ყო­ლე­ბა", ასე სიმ­ბო­ლუ­რად ვარ­სკვლა­ვე­ბის ხმის და­ბე­დე­ბა მო­ი­ფიქ­რა ოპე­რის­თვის! გი­ნა­ხავთ ასე­თი ის­ტო­რი­ე­ბი ლე­გენ­დებ­ზე? რო­მელ­თა ჩა­მოს­ვლა­საც კი 2 თვი­ა­ნი პრო­ტო­კო­ლი,დიდი რუ­ტი­ნუ­ლი სამ­ზა­დი­სი უდ­გას წინ და აუ­რე­ბე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი რომ­ლის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბაც ნე­ბის­მი­ერ წუთ­ში შლის კონ­ტრაქტს. ასე­თი ის­ტო­რია არა­ერ­თი მაქვს გა­სასხსე­ნე­ბე­ლი და ახ­ლაც რა­ტომ ვყვე­ბი ამას. უბ­რა­ლოდ მის უსა­ზღვრო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შეძ­ლე­ბუ­ლო­ბა­ზე მინ­დო­და შე­მეხ­სე­ნე­ბი­ნა... რა­ღაც მგო­ნია რომ მიშა იქაც ჩა­ა­ტა­რებს თა­ვი­სე­ბურს და ცი­ხის კარ­საც შიგ­ნი­დან გა­ი­ღებს! რა, დო­მინ­გო დი­ლის 4 სა­ათ­ზე სა­ძირ­კველ­ში და­ჩო­ქი­ლი ნამ­ღე­რი წარ­მო­სად­გე­ნი იყო?!" - წერს ბან­ძე­ლა­ძე.