ლევან ნიკოლეიშვილი: არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე პირდაპირ მუქარაზე გადადის და არეულობას აანონსებს

ლევან ნიკოლეიშვილი: არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე პირდაპირ მუქარაზე გადადის და არეულობას აანონსებს

არც პირველია და არც უკანასკნელი, როცა არასამთავროები, მხარედ გვევლინებიან ჩვენს ქვეყანაში და მათი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები მინიმუმ დესტაბილიზაციის და რევოლუციისკენ არის მიმართული,- ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი  გიორგი მშვენიერაძის პოსტს, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, ძალადობრივი აქცია გაიმართება.

„არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, „დემოკრატიის სადარაჯოზე“ მყოფი გიორგი მშვენიერაძე, რეალურად რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი პოლიტხელი რომ გახლავთ, ამაზე მისი ეს განცხადებაც მეტყველებს. თან რა მარტივი აღიარებაა, რომ 2012 წელს წინა ხელისუფლებას ნაწამები-ნატანჯი პატიმრები გაჰყავდათ ციხიდან, თან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი პირდაპირ მუქარაზე გადადის და არეულობას აანონსებს. არეულობას იმისათვის, რომ ბრალდებულ ბელად სააკაშვილს, ბუნებაში სეირნობის უფლება შეზღუდული აქვს. არც პირველია და არც უკანასკნელი, როცა არასამთავროები, მხარედ გვევლინებიან ჩვენ ქვეყანაში და მათი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები მინიმუმ დესტაბილიზაციის და რევოლუციისკენ არის მიმართული. მისმა უცხოელმა დამფინანსებელმა და დონორებმა ამას ყურადღება უნდა მიაქციონ, ვის და რას აფინანსებთ საქართველოში, არეულობას?“