პრემიერის უცხოელი მრჩეველი ენერგეტიკაში ცუდად ერკვევა - შენიშვნები და მითითებები ქართველი სპეციალისტებისგან

პრემიერის უცხოელი მრჩეველი ენერგეტიკაში ცუდად ერკვევა - შენიშვნები და მითითებები ქართველი სპეციალისტებისგან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ვაზილ ჰუდაკის აზრით, საქართველოში დიდი ჰესების დრო დასრულებულია. ამიტომ საჭიროა ე.წ. მწვანე ენერგეტიკის განვითარება. ასეთმა მოსაზრებამ ქართველი ენერგეტიკოსები უკმაყოფილო დატოვა და უცხოელ ეკონომისტს საკითხში ღრმად განსწავლა ურჩიეს.

სლოვაკი მრჩევლის აზრით, უკანასკნელ პერიოდში მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების წინააღმდეგ მოსახლეობის ნაწილის განცდა მიანიშნებს იმაზე, რომ არსებულ ვითარებაში უმჯობესია, უფრო მეტად მცირე ჰესი და სხვა სახის განახლებადი ენერგიის პროექტები განვითარდეს.

ინვესტიციების მიმართულებით პრემიერის სლოვაკი მრჩევლის ამგვარ პოზიციას ქართველი ენერგეტიკოსების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. ენერგეტიკოს მურმან მარგველაშვილის აზრით, პრემიერის მრჩეველმა, უბრალოდ, ფაქტის კონსტატაცია მოახდინა. ალბათ, ჰუდაკმა არ იცის, რომ პატარა ჰესების წინააღმდეგაც ზუსტად ისეთივე პროტესტია ქვეყანაში.

„ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც ვაზილ ჰუდაკი ამბობს, რომ მცირე ჰესები ააშენეთო, ცალსახა შეფასების გაკეთების საშუალებას არ იძლევა, ამიტომ სჯობს, უფრო მკაფიო ფორმულირებები გააკეთოს და სათქმელი ბოლომდე თქვას. ჯამში, ინტერპრეტაცია ხდება ისე, თითქოს ჰუდაკი გვირჩევს დიდი ჰესები არ ავაშენოთ, არადა ინტერვიუდან გამომდინარეობს ის, რომ აფასებს სიტუაციას და ამბობს, რომ ასეთ სიტუაციაში თქვენ დიდ ჰესებს მაინც ვერ ააშენებთო, თუმცა შეიძლება არ იცის, რომ პატარა ჰესების წინააღმდეგაც ზუსტად ისეთივე პროტესტია“, - აღნიშნა ენერგეტიკოსმა.

„პრემიერის მრჩევლის ეს განცხადება ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებრივი პროტესტის გამო ჩერდება დიდი ჰესების მშენებლობა, თუმცა საზოგადოება იგებს ისე, თითქოს ვაზილ ჰუდაკი გვირჩევს, რომ დიდი ჰესები არ აშენდეს. რეალურად, მან თქვა, რომ მისი პირადი შეგრძნებაა, რომ გავიდა დიდი ჰესების პერიოდი, მაგრამ შემდეგ ამბობს, რატომ აქვს ასეთი შეგრძნება იმიტომ, რომ საზოგადოებრივი პროტესტია. ფაქტის კონსტატაციაა, რომ ასეთი პროტესტი თუ გექნათ, ჰიდროსადგურებს ვერ განავითარებთო, მე ასე გავიგე.

თუ ის საკუთარ თავზე იღებს ისეთ გამბედაობას, რომ შესაბამისი ინფორმაციის არქონის პირობებში, საქართველოს ურჩიოს ან გადაუწყვიტოს დიდი ჰესები უნდა ავაშენოთ თუ - არა, ვფიქრობ, ამას კვალიფიციური ადამიანი არ გააკეთებდა. მან უბრალოდ თქვა, რომ ეს პროტესტი დიდი ჰესების განვითარების შესაძლებლობას არ იძლევა, რაშიც ასე თუ გაგრძელდა, მართალია“, - გადანცხადა მარგველაშვილმა „ბიზნესმედიასთან“ საუბრისას.

გაცილებით მკვეთრად დააფიქსირდა თავისი პოზიცია საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა. მან პრემიერის მრჩეველი ბევრი საკითხის გაუცნობიერებლობაში ამხილა.

„რას გვთავაზობს სხვადასხვა ჯურის მრჩეველი იმაზე უკეთესს და საინტერესოს, ვიდრე ენერგეტიკის ერთადერთი შესაძლო და თან მწვანე ენერგიის წყაროს განვითარებაა. როგორ და რითი უნდა ჩაანაცვლოს წყლის რესურსიდან მიღებული ენერგია ალტერნატიულმა წყაროებმა? საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რაც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბატონმა ვაზილ ჰუდაკმა განაცხადა, რომ საქართველოში დიდი ჰესების დრო დასრულებულია და მისთვის საინტერესო პროექტს ენერგიის შენახვა წარმოადგენს.

ვაზილ ჰუდაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად მაისში დაინიშნა და მის ფუნქციად ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა განისაზღვრა. უკვე ოქტომბერში კი ვიგებთ, რომ მსხვილი ინვესტიციების მოსაზიდად ყველაზე მასშტაბური სფერო, ჰიდროენერგეტიკა, თურმე გამოუსადეგარია. რაზე დაყრდნობით მიიჩნევა, რომ ქარის და მზის ენერგეტიკის განვითარებას ნაკლები ზემოქმედება აქვს გარემოზე, დეტალურად უცნობია. მით უმეტეს, რომ ენერგიის ეს წყაროები გამომუშავებული ენერგიის შენახვას საჭიროებენ.

ენერგიის შენახვას სპეციალური დიდ აკუმულატორებს სჭირდება, ისევე როგორც ყველა ის ელექტრონული მოწყობილობა, რაც თანამედროვე მოწყობილობების აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს, იქნება ეს მობილური ტელეფონები, პერსონალური კომპიუტერები, ტაბლეტები თუ ელექტრომობილები. ელექტრომანქანების პოპულარიზაცია პირდაპირ გულისხმობს მათ დასამზადებლად საჭირო ელემენტების წარმოების ზრდას. ამ ტექნოლოგიური ცვლილების შედეგად ავტოინდუსტრია საწვავის სისტემაზე აწყობილი ეკოსისტემიდან მასალის საჭიროებაზე დაფუძნებულ ეკოსისტემაზე გადადის.

შესაბამისად, როდესაც კლიმატის ცვლილებასა და გარემოს ზემოქმედებაზე ვლაპარაკობთ, უნდა გვესმოდეს თუ რეალურად რა გავლენა აქვს გარემოზე ამა თუ იმ ტექნოლოგიას. ელექტრომობილი არაჩვეულებრივი საშუალებაა ქალაქში გამონაბოლქვის შესამცირებლად, მაგრამ რას უკავშირდება მისი წარმოება? უფრო კონკრეტულად კი ლითიუმ-იონიანი ბატარეების მიღება. ერთ ავტომობილზე გათვლილი ბატარეა 8 კგ ლითიუმს, 35 კგ ნიკელს, 20 კგ მანპგანუმს და 14 კგ კობალტს საჭიროებს.

გარდა იმისა, რომ მათი ექსკავაცია და წარმოება დიდი რაოდენობით ტერიტორიების განადგურებას უკავშირდება, სადაც ვერავითარი ეკოსისტემა ვეღარ ხარობს, მოპოვების პროცესი უამრავ სხვადასხვა სირთულეს აწყდება. მაგალითად, 1 კგ ლითიუმის მოსაპოვებლად 2 ათასი ლიტრი წყალია საჭირო.

2020-დან 2030 წლამდე ლითიუმზე მოთხოვნა ერთ-ერთი პროგნოზით შვიდჯერ შეიძლება გაიზარდოს. კობალტის, რომელიც ტოქსიკური მასალაა, მსოფლიო რესურსის ორი მესამედი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია თავმოყრილი, სადაც მოპოვებაში ბავშვების შრომას იყენებენ და არც სხვა საწარმოო ძალის უსაფრთხოებაა დაცული.

ჩნდება უტილიზაციის პრობლემაც, რაც ვადაგასულ ელემენტებს უკავშირდება. რაც მთავარია, ელექტროტექნიკას სჭირდება დატენვა, ეს კი ისევ და ისევ ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდას ნიშნავს. მასალების წარმოების თითოეულ ეტაპსა და რგოლზე უამრავი რამის დაწერა შეიძლება.

ამ ეტაპზე კი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ორი რამ არის:

ა) საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ არ არსებობს არავითარი წარმოება თუ გამომუშავება, რომელსაც გარემოზე ზემოქმედება არ აქვს. არ არსებობს არავითარი ენერგია, რომელიც ისეთი „მწვანეა“, რომ არაფერს აშავებს. ჩვენი დრო, ენერგია და ცოდნა უნდა ვხარჯოთ ამ ზემოქმედების შემცირებაზე და შესაბამის შემარბილებელ ღონისძიებებზე;

ბ) პოპულისტური განცხადებები ენერგეტიკის შესახებ, თითქოს ერთი წყაროს ჩანაცვლება ადვილად შეიძლება მეორე წყაროთი და ამ გადასვლის გამართლება მეტი ეკოლოგიურობით თუ უსაფრთხოებით, წმინდა წყლის მანიპულაციაა და კარგს არაფერს გვიქადის“, - წერს აბრამიშვილი სოციალურ ქსელში.

trampi ესეა ......................... თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო
ძალიან კარგი სპეციალისტები გვყავს, მაგრამ მაინც ვიღაც გადამთიელებს ეძებენ და ჩამოჰყავთ...........
მესმის ტეხნიკა არა გვაქვს, მაგრამ სპეციალისტებიიი??---ჯერ კიდევ ბლომადა გვყავს და ბევრ უცხოელსაც უკან ამოისვამენ
აი ესენიც რო აღარ გვეყოლება, მერე ნახეთ საქართველოზე ყველანაირი ექსპერიმენტების ტარება
ეხლა ესენი კიდე მაინც ახერხებენ რაააღაცეებზე გატრაკებას, მერე ვინღა იქნება რამის მთქმელი?
ამ უცხოელების გაფეტიშება მიშამ დაიწყო და ამათაც გაააგრძელეს
ბიჯოოო უცხოელს საქართველო სუ კიტრზე არ ჰკიდიააა......................
იმათ საქართველოს ავიც და კარგიც -----სუ განგალი განგალი................აიღებს ფულს და წავა .....ვსოოო........ეგააა იმათი ამოცანა
საქართველო?? ......
იმიტომაცააა 30 წელი განათლებაში სუ ერთმანეთზე წარმატებულ რეფორმებს ზედიზედ რომ გვიტარებენ..
.აი ხელმოწერის მაგივრად, ჩვენ მომავალ თაობას, ჯვრის დასმაზე რომ დაიყვანენ, მერე გავალთ დამკაში ბოლომდე-----ქართულის სწავლასაც კი
მერე უცხოელები დაგვიწყებენ
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეს მორიგი ბალცეროვიჩი საიდან?! ეს სირი ევროპული ტრენდის ფეტიშია, რა მწვანე ენერგეტიკა, რას ბოდავთ?! სკოლის კურსიდან ყველამ უნდა იცოდეს ენერგიის მუდმივობის კამნონი! არსაიდან, არც ქარიდან, არც მზისაგან, არც სხვა რაიმე წყაროდან ენრგიის მოპოვება იმ რაოდენობით, რომ ჩაანაცვლოს ჰიდროელექტრო სადგურები და ატომური ენერგეტიკა შეუძლებელია! ან ეს ე.წ. მწვანე ენერგეტიკა ისეთ გვერდით შედეგებს მოიტანს, რაც მოიტანა ტავის დროზე პლასტმასის და პოლიეთილენის გამოგონებამ და დანერგვამ!
გული მწყდება, რომ ამ ჩემს ქვეყანას ვერაფერში გაგამოვადექი!
3 წლის უკან