„ამ ნახევრად სიმართლით სიარულმა ცუდი როლი ითამაშა უახლოესი ისტორიის განვითარებაში -ახალგაზრდებს არ ესმით რას ვერჩით სააკაშვილს, ქარდავას, არ ესმით ბევრი რამ“

„ამ ნახევრად სიმართლით სიარულმა ცუდი როლი ითამაშა უახლოესი ისტორიის განვითარებაში -ახალგაზრდებს არ ესმით რას ვერჩით სააკაშვილს, ქარდავას, არ ესმით ბევრი რამ“

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს აცხადებს. იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჭიროების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტს გადაიყვანენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც ის იზოლირებული იქნება და ასევე, მისი უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გაკეთდება. ამ გადაწყვეტილას არ იზიარებს სააკაშვილის დაცვის მხარე. დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, რუსთავის ციხიდან ყველა პატიმარი ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში კერძო კლინიკებში გადაჰყავთ და სააკაშვილის შემთხვევაშიც საუბარია არა პრივილეგიაზე, არამედ სტანდარტზე, რომელიც მიღებული პრაქტიკაა.

„იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის რეკომენდაციას და მათ, უბრალოდ, არ სურთ მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია. რაც შეეხება მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, ეს რეალურად ნიშნავს, რომ ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში კრიმინალი დაამარცხა, მოათავსონ ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ და წაქეზებულ კრიმინალებთან, რაც, ბუნებრივია, ფიზიკურად არ გამოვა. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან უარის თქმა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სამინისტროს პრიორიტეტია პატიმრის უფლებები დაცული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყოს. მისი თქმით, ყველა პატიმარი კანონის წინაშე თანასწორია და მიდგომა ყველას მიმართ აბსოლუტურად თანასწორი იქნება“.

„რუსთავის მე-12 დაწესებულება არ არის სამკურნალო დაწესებულება. იმ შემთხვევაში, თუ დადგება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, ის გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში. ეს არის სამკურნალო დაწესებულება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

პირადი ექიმისგან განსხვავებით, სააკაშვილის ადვოკატები აკეთებენ განცხადებას, რომ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, რომ მას ქვედა კიდურების შეშუპება დაეწყო, უჭირს გადაადგილება და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებაც მალე დადგება, თუმცა განსხვავებული კადრები ნახა საზოგადოებამ. ექს-პრეზიდენტი, რომელიც ორ კვირაზე მეტია შიმშილობს, საშხაპე ოთახის გისოსებზე აძვრა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს მიმართა.

როგორც პენიტენციალური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს, სადაც მათ შესვლა კანონით ეკრძალებათ. უწყება განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი.

დაცვის მხარის განცხადებების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრი მტკიცებით ფორმაში აცხადებს, რომ გამორიცხულია სააკაშვილის საპატიმროდან ვადაზე ადრე განთავისუფლება

ან უკრაინული მხარისთვის გადაცემა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი ციხეში იქნება.

„ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, რომელიც არის სააკაშვილის პირადი მეგობარი და ვანო მერაბიშვილის, ამ მჩაგვრელი ადამიანის დროს, მისი მოადგილე იყო ქალბატონი ეკა ზღულაძე და ზღულაძის მეუღლე, ბატონი გლუკსმანი გამოდის ყოველდღე ბრძნული რჩევებით, ჭკუას გვარიგებს. საერთოდ არ მაინტერესებს ამ ადამიანების არც რჩევა, არც მოწოდება. მე ვეკითხები ხალხს, უნდა მაინტერესებდეს ამ ადამიანების რჩევა?

მათ მიეხედათ სააკაშვილისთვის, როცა გამოზარდეს ეს დიქტატორი, მკვლელი, რომელიც გამოზარდეს და რომელმაც დაანგრია ჩვენი ქვეყანა, სააკაშვილმა, მელიამ და ყველამ, ამ ბანდამ, რომელიც აქ თარეშობდა. ერთი რამ მინდა, ვიცოდეთ - არც სააკაშვილის, არც ახალაიების, არც კოდუების, არც ქარდავების დრო ამ ქვეყანაში არ დაბრუნდება. ეს მწამებელი კასტა არ დაბრუნდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ზუგდიდში თარეშობდნენ სწორედ ის კრიმინალები, რომლებიც დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას - მათი სახელი არის კოლექტიური უბირიები.

„კარგად გახსოვთ, იგივე ე.წ. „კასრების საქმე“ და ვინ არის ამ კასრების საქმის შემოქმედი. მათი სახელი არის კოლექტიური უბირიები. იცით ხომ ეს ვინაა?! - კაცი რომელიც აუპატიურებდა უდანაშაულო ადამიანებს და აწამებდა ადამიანებს. ეს ძალა და ეს ხელისუფლებაა „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილის პარტია. მე მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენი ხელისუფლება არავის მისცემს პროვოკაციის მოწყობის უფლებას და საშუალებას.

ერთადერთი მიზანი და მიზეზი, რის გამოც სააკაშვილი ჩამოვიდა, ქვეყანაში არეულობის მოწყობა იყო, რომელიც არ გამოუვიდათ და მინიმუმ, 6 წელი იქნება ციხეში. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ციხეში ყოფნა არ გვიხარია და ეს არ არის არავის თვითმიზანი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა არავინ დგას, იმის მიუხედავად, ვის რა თანამდებობა აქვს და ჰქონდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ცნობილია კახური პირდაპირობით და ხისტი პოზიციით, სწორედ ამ მოტივით მხარს უჭერს მოსახლეობის უმრავლესობა, ასევე მისი პირდაპირობის დამსახურებაა სწორედ საერთაშორისო მხარდაჭერაც. ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი პრემიერის ხისტ პოზიციას უფრო ქიზიყურობას აბრალებს და აცხადებს, რომ ქიზიყს ახასიათებს პირდაპირობა ყველაფერთან მიმართებაში. მისი თქმით, იმ რეგიონის მაცხოვრებლებს დიპლომატიურობა ახასიათებთ როგორც საუბრისას, ასევე აზროვნებისას და ეს პირდაპირობა გაიგივებული აქვთ სიხისტესთან.

„თუმცა ეს ორი ცნება სინონიმი ნადვილად არ არის, მაგრამ ის, რასაც მე პირდაპირობას ვეძახი, ბევრისთვის არის სიხისტე. 30 წელიწადია საქართველო ვითრდება ისე, რომ ამ 30 წლის ისტორია არც ერთ სახელმძღვანელოში შესული არ არის. ამიტომ არ იციან ახალგაზრებმა, რა და ვინ იყო ზვიად გამსახურდია, რა ბედი ეწია, ბოლო-ბოლო გარდაიცვალა, თავი მოიკლა თუ მოკლეს. საბოლოო პასუხი ისტორიამ არ შემოგვინახა. არ არის პასუხგაცემული 1990 წლის ცხინავლის კრიზისი, 1991 წლის აფხაზეთის სეპარატისტული ჯგუფის წამოწყება, 1992-93 წლის მოვლენები, აი, ამ ნახევრად სიმართლით სიარულმა და ნახევრად დიპლომატიურ ენაზე აზრის მიტანამ, ძალიან ცუდი როლი ითამაშა საქართველოს უახლოესი ისტორიის განვითარების საქმეში - ისეთი როლი ითამაშა, რომ გვეზრდება ახალგაზრდობა, რომლებსაც არ ესმით რას ვერჩით მიხეილ სააკაშვილს, მეგის ქარდავას, არ ესმით ძალიან ბევრი რამ. იმიტომ, რომ ახალგაზრდა გოგო-ბიჭები არიან, ძალიან განათლებულები, ძალიან ბევრს არ შეეხო ის რეჟიმი, ან შეიძლება შეეხო, მაგრამ იმდენად პატარები იყვნენ, რომ ვერ მოხდა მათი ცნობიერებაში იმის აღქმა, რომ დედიკოს და მამიკოს რაღაცა ტალღამ გადაუარა. ვერ გაიგეს და დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ არ იჯერებენ და ვერც იჯერებენ. იმიტომ რომ, ისტორიის სახელმძღვანელო, რომელსაც სკოლაში და უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდნენ, არაფერს არ ეუბნება მათ აი ამ 30 წლიან პერიოდზე“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის შემთხვევას, მისი თქმით, ქიზიყელობაც, რა თქმა უნდა, თავის როლს თამაშობს, მაგრამ დროა აბსოლუტურად გახსნილად და პირდაპირ ველაპარაკოთ მოსახლეობას, ახალგაზრდობას და მათ შორის სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს.

„ხისტად? - კი ბატონო ხისტად. იმიტომ, რომ ამოვიდა ყელში ეს ნახევრად სიმართლე. ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტი დააყენა უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე ევროკავშირის თამაშის წესები, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე თავისთავად მოქმედებს, მაგრამ იმ ასპირანტ ქვეყნებზეც ვრცელდება, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებით ვართ მიბმულები ამ ორგანიზაციასთან.

რა მოხდა ამ დღებში? - შეიძლება დავარქვათ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პოზიცია არის ხისტი? - კი. იმიტომ, რომ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამრთლომ სცნო ქვეყნის სუვერენიტეტი, კანონმდებლობა და კონსტიტუცია იმ უნიფიცირებულ ევროკავშირის კონსტიტუციაზე და კანონმდებლობაზე უფრო პრიორიტეტულად. ანუ, პრემიერ-მინისტრმა საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია და სუვერენიტეტი ხმამაღლა დაიცვა. დაახლოებით იგივე გააკეთა, ოღონდ უფრო მაღალი დოზით, რასაც აკეთებდა რამდენიმე თვის წინ ირაკლი ღარიბაშვილი. დღეს, პოლონეთი ევროკავშირის მხრიდან ლამის შანტაჟის ქვეშ მოექცა, მაგრამ პოლონეთმა თქვა, რომ ჩვენ შანტაჟს გავუძლებთო.

ევროპარლამენტში 705 ევროპარლამენტარია. ქალბატონმა მარინა კალიურანდმა, თქვა, რომ სამწუხაროდ, 705 ევროპარლამენტარიდან საქართველოს შესახებ რამდენიმემ თუ იცის, თუნდაც იმ დონეზე, რომ იცოდეს ადგილმდებარეობა, ან საქართველოს დედაქალაქის სახელწოდებაო. აი, ამ ევროპარლამენტარებზე გვაქვს ლაპარაკი და მით უმეტეს ის 5 ადამიანი, ესენი არიან პოსტსაბჭოური სისტემის შვილები, ბალტიის პირეთის ქვეყნების წარმომადგენლები. არ ვიცი, ვისი ზეგავლენის ქვეშ იმყოფებიან ისინი. ყურადღება მივაქციოთ ამ გეოგრაფიულ პროტესტს, ყველანი პოსტსაბჭოური ქვეყნების წარმომადგენლები არიან. დანარჩენებს აზრად არ მოსვლიათ თავისი ხისტი განცხადებებით წითელი ხაზით გადაეხაზათ საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუცია და სასამართლო. ამიტომ, სიხისტეს, სიხისტით უნდა უპასუხო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე თვლის, რომ ეს პრინციპულობა უნდა გამომჟღავნებულიყო 2012 წელს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავს ვერ ყოფდნენ სახლებიდან. თუმცა, მისი თქმით, ერთ-ერთი ქვეყნის საელჩო ჩაერია, რომ შეენარჩუნებინათ „ნაცმოძრაობა“ და აქ უპრინციპობა გამოამჟღავნეს „ქართული ოცნების“ მესვეურებმა.

„ის მესვეურები და ის პარტიები რა პოზიციაზე დგანან დღეს, როგორ არიან „ნაცმოძრაობას“ ჩახუტებული, ამასაც ვხედავთ. არ მგონია, რომ აქედან ძნელი იყოს დასკვნის გაკეთება. ჯერ კიდევ მაშინ ვამბობდი, რომ მაშინდელი ოპოზიცია იყო სააკაშვილის დაცვის პირველი გოდოლი. სამწუხაროდ, ეს არ იქნა გათვალისწინებული და ვნახეთ, რაც მოხდა და ახლა იმასაც ვხედავთ, სად არიან თავის გუბაზ სანიკიძეიან, თინა ხიდაშელიან და გია ხუხაშვილიანად. ამას მოჰყვა დანაშაულებრივი მოქმედება ე.წ. კასრების საქმის განადურება და „ნაციონალური მოძრაობის“ რეაბილიტაციის პროცესის დაწყება.

რაც შეეხება ხისტ ტონს - ღმერთმა ქნას, რომ ეს ხისტი ტონი არ იყოს მხოლოდ წინასაარჩევნოდ გამოყენებული. საერთოდ, სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ სამართალი გააჩინოს. არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა, შესაბამისად არც სტაბილურობა. ამიტომ, ყველამ უნდა აგოს პასუხი თავის საქციელზე, ჩვენ ვხედვათ საგარეო გავლენებს, მაგრამ ის მდგომარეობა, როცა ვისაც უნდა წამოარტყამს და პანჩურს ამოარტყამს ქართველი ხალხის ნებას, ეს უნდა დამთავრდეს.

ევროპარალამენტარები გვმოძღვრავენ, რომ ჩვენ მათი რჩევა უნდა გავითვალისწინოთ. თურმე ბედნიერი უნდა ვიყოთ, რომ ისინი მოწყალებას გაიღებენ და ჭკუას გვარიგებენ. აქ ჰყავთ თავიანთი მონები, რომლებიც შესციცინებენ თვალებში, ეს უნდა დამთავრდეს! საერთოდ, უნდა აღვუკვეთოთ მათ ასეთი ტონით საუბრის საშუალება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

Serapina მე რომ მიშარასტების დაუძინებელი მტერი ვიყავი, ვარ და ყოევლთვის ვიქნები, იმდია იცით რამდენიმემ მაინც...
ოცნების უსუსურობა, უკვე საზღვრებს ცდება!
-ხალხო, ოცნების ბოსებო( თუ, ამ სტატუსთან ასოცირებულებო), რა ჭირი გჭირთ, ამდენ სიშტერეს თქვენი ნებით ამბობთ თუ გაიძულებთ ვინმე?!
ყველაფერი, რასაც თქვენ ამბობთ, პირდაპირ რწყავს მიშმაკების ბაღ-ბოსტანს! რამდენი ერთი ჩამოვთვალო არც ვიცი... გამოვარდებით, დააბრეხვებთ სისულელეს და მერე, ჯერ ეს, ჩვენი ქართველი ცალტვინა ჟურნალისტები, აგვირისეტებენ თქვენს სისულელეს და მერე, დასავლეთს მიეწოდება მოწამლულ-დაბინძურებულ ნახევარფაბრიკატებად.
მარტივი მაგალითი... გამოდის კობახიძე და სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აკეთებს კომენტარს(???)
ალოოო, სად ისწავლა ამან, გერმანიაში???
სად უნახავს მას, ასე მოსაუბრე გერმანელი პოლიტიკოსი?
...იურისტი კაცი, რაის სააკაშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე აკეთებ პოლიტიკურ სტეიტმენტს კაცო?! გაგიჟდი?!
რომელ უნივერსიტეტში გასწავლეს ეს სისულელე?
მედიასთან ურთიერთობის ცოდნა უნდა! ზოგადად, მედიის ენა ბევრ სფეროშია საჭირო ,მაგალითად პოლიტიკა, სპორტი... გერმანიაში, შეიძლება ბევრი ფეხბურთელი გონებაგახსნილობით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ მათ ასწავლიან(პერსონალი ჰყავთ!) მედიასთან საურთიერთობო ენას.
კამერის წინ, ყველაფრის ლაპარაკი არ შეიძლება ოჯახაშენებულებო, არა!
ასევე, ყველა გერმანელმა პოლიტიკოსმა იცის როგორი ენით ესაუბროს მედიას, რომ ამას, წაღმა-უკუღმა ინტერპრეტაციები არ მოჰყვეს... და მაინც, გაეპარებათ სრულიად უწყინარი წინადადება, რომელმაც შეიძლება დიდი ექო გამოიწვიოს. თანაც, გერმანელ ჟურნალისტებს კვალიფიკაციას და უნარებს ვერ დაუწუნებთ...
რასაც, ვერ ვიტყვით ქართველი ჟურნალისტების უმეტესობაზე. ჰოდა მაგათგან, ჭკვიანურიც შტერული ინტერპრეტიაციით მიდის საზოგადოებამდე და სისილელე, რაფერ მივიდეს???
მაშინ, ინსტრუქციაც გამოაყოლეთ თქვენ სისულელეს, ვახ!

პოლტოიკოსის, მითუმეტეს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფის, ყოველი სიტყვა, წერტილ-მძიმე და ინტონაცია, ზუსტად უნდა იყოს აზომილ-აწონილი! გეყურებათ თქვენ?
ნუ გამოდიახართ კამერების წინ და ნუ უდასტურებთ მსოფლიოს, რომ ნაძირალა სააკაშვილი პოლიტპატიმარია!!!
ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე ,რომელმაც იმდენი ადამიანის მკვლელობაზე უნდა აგოს პასუხი(* სხვა დარღვევები რომ არ ვახსენოთ) , რომ 6 წელი სამოთხეა იმასთან შედარებით, რასაც იმსახურებს! ...და თუ, ამის თავი/... არ გაქვთ გაჩუმდით, ან დაიქირავეთ მედიასთან ურთიერთობის მცოდნე ადამიანები!
p.s. ... ამ "ენადავარცხნილ" ევროპელებს, რაც საჭიროა ის უნდა მოასმენიოთ!... და რა ის, თქვენი ჭკუით რომ სიმართლე,ან რეალობაა!
2 წლის უკან