სააპელაციო სასამართლომ „წინ საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ირაკლი ბათიაშვილს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლე მაია თეთრაულის განაჩენს დარბაზში მსხდომი პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლთა მხრიდან ხმაური მოჰყვა.
მათ გაშალეს პლაკატები, რომლებზეც მიმაგრებულია ირაკლი ბათიაშვილის ფოტო წარწერით - „პოლიტპატიმარი ირაკლი ბათიაშვილი“.
მანდატურებმა პლაკატების ჩამორთმევა და მათი სასამართლო სხდომათა დარბაზიდან პრობლემის გარეშე გაყვანა მოახერხეს.
ამასთან, ირაკლი ბათიაშვილმა გუშინ შიმშილობა დაიწყო და, როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, იგი პროტესტის უკიდურესი ზომის შეწყვეტას არ აპირებს, ვიდრე სამართლიანობას არ მიაღწევს.
ირაკლი ბათიაშვილი 2006 წლის 29 ივლისს სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა დააკავა. მას კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, ამბოხებული ემზარ კვიციანის ინტელექტუალური დახმარება ედება ბრალად.