„ირაკლი ღარიბაშვილი იმდენ ხანს იქნება საქართველოში პრემიერ-მინისტრად, რამდენიც დასჭირდება „ნაცმოძრაობის“ საბოლოო განადგურებას“

„ირაკლი ღარიბაშვილი იმდენ ხანს იქნება საქართველოში პრემიერ-მინისტრად, რამდენიც დასჭირდება „ნაცმოძრაობის“ საბოლოო განადგურებას“

რატომ აფრთხობთ ოპოზიციონრებს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობა და რას უმიზნებენ მათი ტელევიზიები, როცა მოქმედი პრემიერის თანამდებობიდან გაშვებაზე ლაპარაკობენ, რასაც მეტი დამაჯერებლობისთვის „ოცნების“ გეგმა „ბე“-დ მოიაზრებენ?!

„ტვ პირველი“ ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის თანხმობით საერთაშორისო სკანდალში გახვეულ ღარიბაშვილს მეორე ტურის შემდეგ გაუშვებენ და მას ინფრასტრუქტურის მინისტრით - ირაკლი ქარსელაძით ჩაანაცვლებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური მიიჩნევს, რომ ქვეყანას ჰყავს პატრიოტი, ღირსეული პრემიერი და მის ხელში გაგრძელდება დემოკრატიული წინსვლა იმის მიუხედავად, რას იტყვის ხაბეიშვილი და გაფარჩაკებული ბარამიძე.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ოპოზიციური არხები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ ივანიშვილს ღარიბაშვილის გადაყენება მაინც მოუწევს. ჯერ კიდევ 5 ივლისის მოვლენების შემდეგ „მთავარმა არხმა“ გვამცნო, რომ არა მარტო ღარიბაშვილის გადაყენება განიხილებოდა, არამედ მისი შემცვლელიც სახელდებოდა, ღარიბაშვილს ისევ თავდაცვის მინისტრად, კახა კუჭავას კი თურმე პრემიერად ამზადებდნენ. თუმცა ოპოზიციონრების მოლოდინი არ გამართლდა.

ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი იმ წლებში, როცა მან დააპატიმრა გიგი უგულავა, ბაჩანა ახალაია, ვანო მერაბიშვილი. თუმცა გაიქცნენ და გაასწრეს ქართულ მართლმსაჯულებას ცალკეულმა მაშინდელმა თანამდებობის პირებმა, რომლებიც დღემდე გაქცეულები არიან.

ლადო ბოჟაძის თქმით, ყველას კარგად ახსოვს 18 თებერვალი, როცა გახარიას გადადგომამ ღიმილი მოჰგვარა ოპოზიციის ლიდერებს, მაგრამ მათ მალევე შეაშრათ ეს ღიმილი სწორედ იმიტომ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა პრემიერობის კანდიდატად.

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, ვინც უკომპრომისოა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან და სხვა ლიდერებთან ერთად „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ ბრძოლაში. „ნაცებს“ დიდხანს მოუწევთ ოცნება იმაზე, როდის აღარ იქნება ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი. დამიჯერეთ, ირაკლი ღარიბაშვილი იმდენ ხანს იქნება საქართველოში პრემიერ-მინისტრად, რამდენიც დასჭირდება „ნაცმოძრაობის“ საბოლოო განადგურებას, ვგულისხმობ კიდევ ერთხელ, არაერთ არჩევნებში მათ დამარცხებას. ეს არის გუნდის პრინციპული პოზიცია და, რა თქმა უნდა, ირაკლი ღარიბაშვილი სარგებლობს როგორც საპარლამენტო გუნდის, ასევე, მთლიანი „ქართული ოცნების“ არა მხოლოდ წევრების, არამედ მხარდამჭერების, მილიონამდე ამომრჩევლის სრული მხარდაჭერით. ჭორები ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და მათთვის ვითომ პოლიტიკური წნეხის შემცირების თაობაზე, ტყუილია. არავინ არ დაუშვებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის და მათი ლიდერების მიმართ რაიმე კომპრომისი არსებობდეს, თუკი მათ პასუხისგება მართებთ კანონის წინაშე“, - აღნიშნა ლადო ბოჟაძემ for.ge-სთან საუბრისას.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს აინტერესებს, რატომ უნდა გადადგეს ღარიბაშვილი, არგუმენტი რა არის, იმიტომ, რომ ნაციონალებს ასე სურთ? პოლიტოლოგის აზრით, თუკი დასავლეთი მოსთხოვს ივანიშვილს, ღარიბაშვილი თუ არ გადადგა, გავწყვეტ თქვენთან დიპლომატიურ ურთიერთობასო, ცხადია, ივანიშვილი გადააყენებს ღარიბაშვილს, მით უმეტეს, ავსტრიის პრემიერის მაგალითი გვაქვს ცხვირწინ. თუმცა არ ჩანს, რომ დასავლეთი ამას აპირებს.

„ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთი ამას აუცილებლად მოითხოვს, ფაქტია, ჯერჯერობით არ ითხოვს. შესაძლოა, დიდად არ მოსწონს დასავლეთს ღარიბაშვილი, მაგრამ მისი წინააღმდეგი არაა, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრები აქვს, გამუდმებული ვიზიტები აქვს, შუამავლობს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, ამიტომ გაუგებარია, რის საფუძველზე აკეთებს ოპოზიცია დასკვნას, თითქოს ღარიბაშვილს გადააყენებენ? საფუძველი ხომ უნდა ჰქონდეს ამას? თორემ რა პრობლემაა ღარიბაშვილის გადაყენება? ერთხელ ხომ უკვე იყო პრემიერი და გადააყენეს“,-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ for.ge-სთან საუბრისას.

 

 

 

trampi ეს დღეები ერთი და იგივეს ვიმეორებ..... მიშა აქ თავისი ნებით ციხეში ჩასაჯდომად არ შემოსულა მეთქი
ეგ მისმა პატრონებმა შემოაგზავნე, მისმა პატრონებმა რომ საქართველოში როგორმე რევოლუციის ფონი შექმნილიყო ....რომ აქედან ნაცებს აეტეხათ გნიასი და ხმაური, იქიდან კი ისინი შემოსძახებდნენ ბანს------არიქა საქრათველოში დემოკრატია იქცევა, უნდა ვუშველოთ როგორმე, სიტუაცია უნდა დავაწყნაროთო..............მერე იტყვიან ეს ყველაფერი მთავრობის ბრალია, ვერ მართავს სიტუაციას, დემოკრატიული რეფორმები არ გაატარა........ესაო.... ისაო..... მოკლედ ათას რამეს მოიგონებენ ,, დემოკრატიულ დაერღვევებს,,,................
.,მერე ამ მთავრობას ან ბიძოს ეტყვიან---- ვინაიდან მარტო თქვენი პარტია ვერ მართავს სიტუაციას და ქვეყანას, ამიტომ ხელისუფლებაში უნდა
სხვა პარტიებიც შეიყვანოთ,(მაგალითად ნაცებიო) რომ მათთან, ერთად ახალი რეფორმები გაატაროთ და ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოთო.
ანუ გინდა თუ არა ნაცებთან ერთად კოალიციური მთავრობა უნდა შექმნათ, რომ თქვენმა ქვეყანამ დემოკრატიული რეფორმები უფრო ჩქარა ჩაატაროს და რომ ჩვენც ნატოში ჩქარა მოგიღოთო....
თუ არადა ან ბიძოს წავავლებთ ყვერებში ხელს, ან ხელისუფლებას რევოლუციას მოგიწყობთო..(ეხერხებათ)
მოკლედ კოალიციური მთავრობის შექმნაზე ოცნებას ძააან ძაან მიაწვებიან...
ამ კოალიციურ მთავრობაზე, ამ ევროპა--ამერიკამ თვითონ ხომ უკვე რამდენჯერმე ,,გვირჩია და გვირჩია ,, და ეხლა უკვე ამ კოალიციურ მთავრობის შექმნაზე ლამის უკვე დღეგამოშვებით სალომეს გვიგზავნიან მაჭანკლად -----კრიზისიდან გამოსასვლელალად კარგი იქნებოდა კოალიციური მტავრობის შექმნაო
,,კოხაბიტაციის სახელით,, ხომ ,,მაგარი რეფორმა შემოგვტენეს,,
ეხლა ამა კოალიციურ მთავრობას გვთხრიან ბოლომდე.........
თანაცააა და ვისთან კოხაბიტაცია--- ვისთან??----- ნაცებთაან ????
აუუუუუუჰ ...................................... ,,კოხაბიტაცია ნაცებთააან??
მოკლედ კოხაბიტაციაააა...კ ჩორტუ
2 წლის უკან