„ვალენსიასა“ და არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რობერტო აიალა დააყაჩაღეს. ამის შესახებ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
თავდასხმა არგენტინაში მოხდა და აიალას თავს სამი ყაჩაღი დაესხა, როდესაც ის თავის მანქანაში იმყოფებოდა. მათ რობერტოს მანქანას დიდი ქვა ესროლეს, რომ ავტომობილი გაეჩერებინა და შემდეგ მას იარაღით დაემუქრნენ. ბოროტმოქმედებმა აიალას 5 600 ევრო და მობილური ტელეფონი წაართვეს. პოლიცია ქუჩაში გამვლელმა მძღოლმა გამოიძახა.
შეგახსენებთ, რობერტო აიალამ კარიერის საუკეთესო წლები 2000-2007 წლებში „ვალენსიაში“ გაატარა, ამჟამად კი არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მუშაობს.