სააკაშვილი-წოწორიას უშედეგო მცდელობა - სტრასბურგმა ქარდავას საქმის განხილვაზე უარი თქვა

სააკაშვილი-წოწორიას უშედეგო მცდელობა - სტრასბურგმა ქარდავას საქმის განხილვაზე უარი თქვა

შვილის ბრალეულობაზე საუბარი არ სურს მეგის ქარდავას მამას, სერგო ქარდავას. ამბობს, რომ მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების შედეგები მისთვის უცნობია. საქართველოში ექსტრადირებული მეგის ქარდავა რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში სამარტოო საკანში იმყოფება. ქართული ციხე, სადაც ქარდავამ ძალადობის და არადამიანური მოპყრობის კვალი დატოვა, ყველაზე უსაფრთხოა.

2013 წლიდან საქართველოს მიერ ძებნილი მეგის ქარდავა უკრაინაში პირველად 2017 წელს ყალბი პასპორტებით დააკავეს. საქართველოს გარდა, უკრაინის, ლატვიისა და ბელიზის მოქალაქეობის დამატასტურებელი ფიქტიური მოწმობები ჰქონდა, სარგებლობდა ომარ ძანძავას სახელზე გაცემული პასპრტითაც. ძებნილი ქარდავა უკრაინაში პოლიტიკურ თავშესაფარსაც ითხოვდა.

იმავე წელს ქარდავა უკრაინაში დააკავეს და როგორც გაირკვა ციხეში სცემეს. მიყენებული ფიზიკური დაზიანებების მოტივით, იგი სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე ვერ გამოცხადდა. როგორც ქარდავას უკრაინელი ადვოკატის მიხეილ ლოტოცკის კომენტარიდან ირკვევა, მეგის ქარდავას დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე გაუსწორდნენ, დაზიანებები სახის არეში აღენიშნებოდა.

„მეგის ქარდავა ნაცემი იყო დაკავებამდე. მას დარჩა ამ ცემის კვალი. შესაბამისად, ის არ უცემიათ დაკავებისას ან იზოლატორში ყოფნისას. როგორც აღვნიშნე, ის ნაცემი იყო დაკავებამდე, თუმცა ინფორმაციას იმის თაობაზე თუ ვინ ცემა, არ ვფლობ და თვითონ მეგის ქარდავა არ ამბობს“, - ეს განაცხადა მიხეილ ლოტოცკიმ 2017 წელს სასამართლო სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

4-წლიანი პროცედურების შემდეგ ქარდავა ხელმეორედ დააკავეს, იუსტიციის სამინისტროს და კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძებნილი მაღალჩინოსანი საქართველოს გადმოეცა.

რეჟიმის ყველაზე სასტიკ დამნაშავესთან კავშირს ოფიციალურად უარყოფს „ნაციონალური მოძრაობა“. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მიხელ სააკაშვილი აცხადებს, რომ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის უფროსს არ იცობდა. იგივეს ამტკიცებს თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქარდავას განუსაზღვრელი ძალაუფლება რომ ჰქონდა და ცუდად იყენებდა, უნდა წარსდგეს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე.

„პირველ რიგში, ძალიან გულწრფელად მინდა, გითხრათ, რომ ძალიან მძიმე და ცუდია, როდესაც წინა ხელისუფლების დროს გარკვეულ პროგრესს ჩრდილი მიაყენა ზუსტად ადამიანების გარკვეულმა წრემ, ვისაც გადამეტებული ძალაუფლების გამო, ხელში ჩაუვარდა ამ ძალაუფლებისთვის, ასე ვთქვათ, შეუფერებელი იარაღი. ეს იყო ძალიან მძიმე, მათ შორის სისტემურ დანაშაულზე მინდა ყურადღება გავამახვილო.

გარკვეულ ადამიანებს, ადამიანების წრეს და მათ შორის, მეგის ქარდავას ჰქონდათ ეს განუსაზღვრელი ძალაუფლება და ხშირ შემთხვევაში, ამ ძალაუფლების გამოყენება ხდებოდა კანონის ღერძის გადახრით, კანონის უზენაესობის ჩარჩოდან გასვლით. ამიტომ, როცა ადამიანს ასეთი ძალაუფლება ჰქონდა და ცუდად იყენებდა ამ ძალაუფლებას, უნდა იყოს შესაბამისად მართლმსაჯულების, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარსმდგარი. ვინც უნდა იყოს, ყველას აქვს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე წარსდგომის უფლება“, - აცხადებს ხატია დეკანოიძემ.

საქმე ისაა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მეგის ქარდავას ექსტრადირება მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან ყველაფერი გააკეთეს, რათა მათთვის „უცნობი“ ქარდავა საქართველოში არ დაბრუნებულიყო და როგორც ჩანს, ქარდავას ექსტრადირების შემდგომ სტრატეგიაზე მუშაობა ვერ მოასწრეს. ამიტომაც უარყვეს ქარდავასათან ყოველგვარი კავშირი.

„ნაცმოძრაობა“ და მათთან აფელირებული უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური გარიგების შედეგად, ქარდავას  ექსტრადირება გაეროს გადაწყვეტილების გვერდის ავლით მოხდა.

რეალობა კი სხვაგვარი იყო

როგორც ირკვევა, მეგის ქარდავას უკრაინაში პოლიტიკური თავშესაფრის პირველივე მოთხოვნაზე, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა უარი უთხრა. ამის შემდეგ ქარდავამ და მისმა უფლებადამცველმა სამჯერ გაასაჩივრეს უკრაინის სასამართლოებში საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება და სამივე ინსტანციის სასამართლოსგან ასევე უარი მიიღეს. ამის შემდეგ კი მიმართეს გაეროს ლტოლვილთა კომისრის უკრაინის ოფისს კიევში, რომელიც ზოგჯერ ფაქტების გადაუმოწმებლად, ზოგადად, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებზე გასცემდა სარეკომენდაციო ხასიათის წერილებს.

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაშიც ქარდავამ და მისმა ადვოკატმა ამ განცხადებაში იცრუეს, შეცდომაში შეიყვანეს გაეროს კომისარიატი, ფაქტობრივად, საერთაშორისო დონის თაღლითობას მიმართეს, როდესაც მიუთითეს, თითქოსდა პირველად მიმართავდნენ უკრაინას თავშესაფრის მოთხოვნაზე და ამისთვის გაეროს კომისარიატს მეგის ქარდავასთვის რეკომენდაციის გაწევა სთხოვეს.

უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მართლაც მიიღო გაეროს კომისრის კიევის ოფისის მიერ მიწერილი სარეკომენდაციო ხასიათის წერილი. საიმიგრაციო სამსახური საქმის კურსში იყო, რომ ქარდავას საქმეზე ყოველგვარი გადამოწმებისა და შეცდომაში განზრახ შეყვანის შედეგად გაცემულ რეკომენდაციასთან ჰქონდათ საქმე და სამსახურმა 2021 წლის 15 სექტემბერს დაუყოვნებლივ მიმართა გაეროს კომისრის უკრაინის ოფისს და საქმეში გარკვევა და აღნიშნული რეკომენდაციის გადახედვა მოსთხოვა.

პარალელურ რეჟიმში, გაეროს კიევის ოფისის სარეკომენდაციო წერილით მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგს გაემგზავრა „უცნობი“ ქარდავას გადასარჩენად.

დავით ქართველიშვილი: „ბოლო და უკანასკნელი მცდელობა იყო ის, რომ სააკაშვილი ამერიკიდან ჩაფრინდა სტრასბურგში.  სადაც მას დახვდა ნონა მამულაშვილი და ნონა წოწორია (სტრასბურგის, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე). სტრასბურგის სასამართლოს სარჩელი რომ მიეღო, ამისთვის მათ სჭირდებოდათ კიდევ რომელიღაც ორგანიზაციიდან რაიმე ტიპის დამატებითი დოკუმენტი, რომელიც გაამყარებდა ქარდავას ადვოკატის პოზიციას, რომ ამ ადამიანის გადაცემა საქართველოსთვის არ შეიძლებოდა, რადგან იქ წამების და დაჩაგვრის მსხვერპლი იქნებოდა. ამიტომ, თაღლითური გზით შეთხზეს უკრაინაში გაეროს ლტოლვილთა კომისარიატის ფილიალის ოფისის მეშვეობით დამატებითი სარეკომნდაციო ხასიათის წერილი, რომელიც თან დაურთეს სტრასბურგში თავის განცხადებას.

ნონა წოწორიას მეშვეობით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სასამართლოს ერთ-ერთ წევრზე, ნონა წოწორიას დაქალზე იყო არნახული ზეწოლა, რომ მეგის ქარდავას საქმე მიეღოთ განსახილველად. ეს მათ აძლევდა დროის გაყვანის საშუალებას. სამი დღე სთხოვდა სააკაშვილი-წოწორიას დუეტი სტრასბურგის სასამართლოს, ეგებ განსახილველად მაინც მიეღოთ ქარდავას საჩივარი მის „ჩაგვრასა და წამებაზე“, თუმცა აბსოლუტური კრახი განიცადა სააკაშვილის და ორი ნონას სამდღიანმა ვიზიტმა სტრასბურგში. ასე დამთავრდა მათი მცედლობა, რომ გაეწელათ მეგის ქარდავას უკრაინაში დარჩენა. სტრასბურგმა მათი საჩივარი არათუ მიიღო და განუხილველი დატოვა - მიუღებლად ცნო! თუმცა, ამის თაობაზე თქვენ ნაცპროპაგანდისტული მანქანებით ვერაფერს შეიტყობთ!“.

სააკაშვილიმა ძალისხმევა არ დაიშურა, რომ მეგის ქარდავა არჩევნებამდე არ ჩამოსულიყო საქართველოში. როგორც ანალიტიკოსი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, უკრაინაში ქარდავას დარჩენა უკვე მისი სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო იყო.

„კიდევ რომ გაეწელათ დრო და რაღაცა გამოგონილი თავდებობით მეგის ქარდავა გაეჩერებინათ უკრაინაში, ისევ ნაციონალები მას აუცილებლად ფიზიკურად გააგორებდნენ. ქარდავას ოქროს მოწმის სტატუსი თვითონ ნაციონალებმა მიანიჭეს. რაც მათ ძალა, ენერგია და ფული დახარჯეს, რომ ეს ადამიანი საქართველოს მართლმსაჯულებისთვის არ გადაეცათ, იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანის პანიკური შიში აქვთ.

იქ, სადაც გაურკვეველ ვითარებაში კლავენ ამ საქმის მოსამართლეს, გაუჭირდებოდათ ფიზიკურად მოესპოთ მეგის ქარდავა - ეს ხომ უფრო ადვილი იყო მათთვის უკრაინის ტერიტორაიზე?! ქარდავა განა თავად არ გრძნობდა, რომ უკრაინაში დარჩენის შემთხვევაში დაკვეთილი მკვლელობის სამიზნე რჩებოდა! ახლა, თეა წულუკიანის ციხეში ფუფუნებაშია მეგის ქარდავა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ადასტურებს, რომ რამდენიმე კვირის წინ, მისი კიევში ვიზიტის დროს, საუბარი იყო მეგის ქარდავას ექსტრადიციის შესახებ და უკრაინის ხელისუფლებამ სრულად გაითვალისწინა ყველა ის მასალები, რომელიც ქართულმა მხარემ გადასცა. სწორედ, ამის საფუძველზე მათ მხედველობაში მიიღეს და დაასრულეს ექსტრიდაციის პროცესი, რომელიც აქამდე იყო გაწელილი.

„მეგის ქარდავა, ახალაია, ვანო მერაბიშვილი, ბოკერია, მთელი ეს გებელსები და სადისტები სააკაშვილის მეთაურობით, ეს მაფიოზების ბანდა... ერთ-ერთმა ადამიანმა თქვა: „ეს პოლიტიკური კანიბალები ჩვენს ვეგეტარიანულ მენიუს რომ იწუნებენ“, - შეიძლება ასეც ითქვას, ჩვენ მათთან შედარებით პოლიტიკური ვეგეტარიანელები ვართ...

მეგის ქარდავა იყო ჯარის, სამხედრო პოლიციის უფროსი და ატერორებდნენ ჯარს. პოლიციაში რა ხდებოდა? სხვაგან?... რა აქვთ ამ ადამიანებს სათქმელი. მე კრიტიკას მივიღებ ნებისმიერი არაპოლიტიკურად ანგაჟირებული მოქალაქისგან, მაგრამ მათგან მე არ მივიღებ კრიტიკას და არასდროს არ წავალ კომპრომისზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ ყველა ადამიანი, რომელსაც დანაშაული მიუძღვის, მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგეს.

„მეგის ქარდავას ექსტრადიცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი ცნობილი იყო როგორც მიხეილ სააკაშვილის, ამ ძალადობრივი ჯგუფის და მისი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მჩაგვრელი და სადისტური დავალებების შემსრულებელი.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ყველა ის დამნაშავე, რომელიც წლების განმავლობაში ჩაგრავდა ჩვენს მოსახლეობას და ათას სისასტიკეს და სადიზმს სჩადიოდა, წარსმდგარიყო მართლმსაჯულების წინაშე. სიმართლე არ იკარგება და ყოველთვის, ყველა დამნაშავე, ადრე თუ გვიან, წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

Katana ."„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძის განცხადებით, ქარდავას განუსაზღვრელი ძალაუფლება რომ ჰქონდა და ცუდად იყენებდა, უნდა წარსდგეს ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე."
ვააა!..
ჩემი აპლოდისმენტები ქ-ნ ხატია დეკანოიძეს! - ერთადერთ ადამიანს წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებიდან, რომელიც - არ დაიჯერებთ და - იცნობდა, თურმე, მეგის ქარდავას!..

არადა, ისე უარყოფდა სუყველა, მასმედიაში კითხვაც კი გაჩნდა: იქნებ არც არსებობს არავითარი მეგის ქარდავა და ვირტუალური პერსონაჟიაო? :)
2 წლის უკან