სააკაშვილის რეჟიმის ენჯეოსკოლაგამოვლილი ქემოკლიძე და კეზერაშვილის მარჯვენა ხელი ხოჯევანიშვილი - რამ მოხიბლა გახარია?

სააკაშვილის რეჟიმის ენჯეოსკოლაგამოვლილი ქემოკლიძე და კეზერაშვილის მარჯვენა ხელი ხოჯევანიშვილი - რამ მოხიბლა გახარია?

ადგილობრივ არჩევნებამდე სამიოდე კვირა დარჩა, თუმცა არჩევნები დღეს არავის ახსოვს - აქტუალური თემა ფარული ჩანაწერებია. ფარული ჩანაწერების ათასობით ფაილი, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, დღეს უკვე აღარ იძებნება. აღნიშნულ საკითხზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. გავრცელებული ინფრომაციით ჩანაწერებზე წვდომა ერთ-ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს ჰქონდა და ჩანაწერები სწორედ მან გაასაჯაროვა.

ასევე, გავრცელებული ინფორმციით ეს მაღალჩინოსანი, ექს-პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრი ალექსანდრე ხოჯევანიშვილია, რომელიც წლების განავლობაში სუს-ში მაღალ თანამდებობას იკავებდა.

აღნიშნულ საკითხს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც გამოეხმაურა.

„პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძება და ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიასაც, ხომ არ არის გამორიცხული, ან შესაძლებელი, რომ ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევნიშვილი, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვან დანაყოფებს კურირებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და წვდომა ჰქონდა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ინფორმაციასთან, მათ შორის, მოსმენების სამსახურთანაც. ამაზე სპეკულირება მე არ მსურს. არ მსურს, რომ წინასწარ დასკვნები გავაკეთო იმიტომ, რომ ჩვენ ყველანი უნდა დაველოდოთ გამოძიებას. გამოძიება დაადგენს ეს ფალსიფიკაციაა, ფაბრიკაცია თუ კიდევ სხვა უფრო მძიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავად გიორგი გახარიას გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დააკაონ.

„როგორც ჩანს, მმართველი პარტიისთვის დღეს მთავარი პრიორიტეტია ძალაუფლების შენარჩუნება, შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ არაფერს, მათ შორის ბუტა რობაქიძის საქმეზე, საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაზარალებულად მიჩნეული ჩვენი მხარდამჭერი ბართაია ციხეშია, არაფერია გამორიცხული“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბექა ლილუაშვილმა.

გიორგი გახარიამ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები სპეციალურად დაიყენა გვერდით, რომ არჩევნების წინ მათი შესაძლებლობები გამოეყენებინა თუ საკუთარი თავი დაიცვა? for.ge ამ საკითხით დაინტერესდა.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიამ, სუს-ში მომუშავე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი და კახაბერ ქემოკლიძე პროფესიონალიზმის ნიშნით არ დაუყენებია გვერდით. ექსპერტს ამის დასამტკიცებლად ჩვენთან საუბარში მაგალითებიც კი მოჰყავს:

„აღნიშნული საკითხი, ლოგიკურად, ფაქტებზე დაყრდნობით გავარჩიოთ. გახარიას გუნდის არც ერთ წევრთან პირადული არაფერი მაკავშირებს. თითქმის არავის ვიცნობ და არც არანაირი შეხება მქონია, მით უმეტეს უარყოფითი ხასიათის,

მაგრამ, როდესაც კახაბერ ქემოკლიძე სუსში მუშაობის ავტორიტეტით იმ ძველ უშიშროებისა და უსაფრთხოების სისტემის ვეტერანებს გვაწვება, რით უნდა, რომ გაგვაკვირვოს, იმით, რომ სააკაშვილის მთელი 9 წლიანი რეჟიმის პერიოდში, ფაქტობრივად არასამთავრობო არ დატოვა, რომელშიც საკუთარი ცხოვრებისეულ გამოცდილებას იძენდა?! რითი იყვნენ იმ დროს დაკავებული ეს არასამთავრობოები, არც მინდა ამის გახსენება - ეს იყო სხვადასხვა დონეზე რეჟიმის გაპრავება. სწორედ, ამ „ენჯეოს“ სკოლაგამოვლილი ქემოკლიძე, უცბად ხვდება უშიშროების სამსახურში. არც ვიცი, ვისი დახმარებით, ვისი მეშვეობით, ის უმოკლეს ვადაში ყველანაირი სამსახურეობრივი კიბეებზე გადახტომით იკავებს თანამდებობას.

უშიშროების სიტემაში მომუშავე გამოუცდელი ადამიანი შეიძლება ხიბლში ჩავარდეს, რადგან იქ სხვადასხვა ოპერატიულ შესაძლებლობებთან გაქვს შეხება. მაგრამ ის, ვისაც ნულიდან აქვს გავლილი გზა, მან ძალიან კარგად იცის, რა საფრთხილო თემაა. მეორე - ძალიან კარგად იცის, კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში როგორ უნდა იყოს მოყვანილი ოპერატიული თუ ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობა. რაც მთავარია, პროფესიონალ ადამიანში გენეტიკურ დონეზეა ჩადებულია, რომ ამ ორგანიზაციიდან არაფრის გატანა არ შეიძლება. ამ თემაზე როგორ ვილაპარაკო, ეს ანბანური ჭეშმარიტებაა - ეს ერთი.

მეორე - ავიღოთ ძმები ხოჯევანიშვილები. მათთანაც არასდროს შეხება არ მქონია. ერთი ძმა წლების განმავლობაში დავით კეზერაშვილის დროს, თავდაცვის სამინისტროში მისი მარჯვენა ხელი იყო, ხოლო მეორე ძმა იმ პენიტენციალურ სისტემაში, რომელიც პატიმრებთან მიმართებაში მოპყრობით, შეიძლება ფაშისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკებს შევადაროთ, იქ არსებული სისასტიკით და წამებით. მე ხომ არ ამირჩევია ეს გზა, რა გზაც მათ აირჩიეს. მათ ეს გზა გაიარეს, აწუხებთ იქ გატარებული წლები, თუ არ აწუხებთ, ეს ჩემი პრობლემა არ არის.

გიორგი გახარიას პროფესიონალიზმის ნიშნით რომ არ შემოუკრებია ეს კადრები თავის ირგვლივ, მაგალითებით ეს დაგიმტკიცეთ. ერთ-ერთი ვერსია შეიძლება ის იყოს, რომ საკუთარი წარსულის გამო ეს ადამიანები მოეწონა და მათი მეშვეობით გახარიამ საკუთარი კლანი შექმნა. ამ გამოცდილებას და ამ კავშირებს, გვინდა ეს თუ არა, ისევ იმ 9-წლიანი რეჟიმისკენ მივყავართ თავისი ადამიანური რესურსით, ნაცნობობით, თანამშროლობით და ა.შ.“, - გვითხრა დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოსს უჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე, გიორგი გახარიამ სუს-ის თანამშრომლები საკუთარი თავის დასაცავად ხომ არ დაიყენა გვერდზე? თუმცა ქართველიშვილი თვლის, რომ ეს კითხვა დაფიქრებას საჭიროებს.

„ეს ჩემთვის კიდევ ახალი ვერსიაა. ვის უჭირავს საკუთარ პარტიაში სიტუაცია, ან ვის ხელშია - გახარიას ხელშია თუ პოლიტსაბჭოს უჭირავს გახარია, მასზე არსებული კომპრომატების გამომზეურების შიშით? - ვერ გეტყვით ვერაფერს, თუმცა, საკმაოდ საინტერესო ვერსიაა“ , - განუცხადა დავით ქართველიშვილმა for.ge-ს.

განსხავებული ვერსია აქვს ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძეს და გაორიცხავს, რომ გიორგი გახარიამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლები მიზანმიმართულად დაიყენა გვერდით.

„ვფიქრობ, გახარიამ ის ხალხი შემოიკრიბა, ვინც მისი პრემიერ-მინისტრობის დროს, მისი გუნდის წევრებს წარმოადგენდნენ. ჩვენ ვიცით, რომ მას საკუთარი გუნდი ჰყავდა. შესაბამისად, როდესაც ის თანამდებობიდან გადადგა, მას სხვებიც მიჰყვნენ, რომლებიც შემდგომში მისი პარტიის წევრები გახდნენ. ერთგულების პრინციპით მოქმედებდა გიორგი გახარია. რაც შეეხება მათი სუს-ში მოშაობას, ეს საკითხები შესწავლილი აქვთ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს“, - განუცხადა ნიკა ჩიტაძემ for.ge-ს.