სააკაშვილი დანაღმულ ველზე - ჩამოვა ვაია, არ ჩამოვა - ვუი

სააკაშვილი დანაღმულ ველზე - ჩამოვა ვაია, არ ჩამოვა - ვუი

როგორც ჩანს, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის მე-17 პირობა ყელში თავად „ნაციოანლური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიასაც კი ამოუვიდა. მან გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა, რომ მის ადგილას აქმადეც ჩამოვიდოდა. მელიას და სააკაშვილს სიტუაცია ისედაც დაძაბული აქვთ, ამიტომაც მისი დაანონსებული კიდევ ჩამოსვლის პირობა, მელიას, როგორც ჩანს, ახლა ყველაზე მეტად აღიზიანებს. რეალურად, არც მან და არც პარტიის წევრებმა არ იციან სააკაშვილი რას იზამს? - კარგად ის იციან, რომ წითელი ხალიჩის გარეშე ის ჩამომსვლელი არ არის. ხოლო თუ ჩამოვა, ალბათ, ციხეში ორ დღეზე მეტსაც ვერ გაძლებს. ასე რომ, მიშა  ჩამოვა პრობლემაა, არ ჩამოვა - კიდევ უფრო მეტი პრობლემა.

ციხეში მყოფი სააკაშვილი ხელისუფლებისთვის შესაძლოა, ნაკლები თავის ტკივილი აღმოჩნდეს, ვიდრე საკუთარი პარტიისთვის და მისი აამომრჩევლებისთვის. თუმცა ვა-ბაკნზე წასული სააკაშვილი, ალბათ, ქვეყანაში დაპირისპირების აგორებად შეეცდება და სამოქალაქო ომის ინსცენირებას გაითამაშებს. ამ ყველაფერმა ვის კისერზე უნდა გადაიაროს? - რა თქმა უნდა, ნიკა მელიასი, რომელმაც კარგად იცის, რომ დასავლეთის მხარდაჭერა სააკაშვილს არ ექნება. ის ამომრჩეველი კი, რომელიც მას მხარს უჭერს, იმ რაოდენობის არ არის, რომ მასობრივად აიყოლიოს, მით უმეტეს მელია არც იმაშია დარწმუნებული, რომ ხალხი, რომელიც მათ არჩევნებში მხარს უჭერს, ქუჩაში დესტაბილიზაციას დაუჭერს მხარს. მელიამ იცის, რომ ჩიხშია და ფიქრობს, დაყვეს სააკაშვილის ნებას, თუ რამეს მოეჭიდოს? მართალია, მელიას სიტყვას და მუქარას დიდი ფასი არ აქვს, მაგრამ სააკაშვილს მაინც აფრთხილებს - თუ ის საბოლოოდ არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რა უნდა, დიდი ალბათობით, მელია პარტიას დატოვებს.

ენმ-ში დაპირისპირების ახალი ფრონტი უკრაინაში დაკავებული ყოფილ სამხედრო პოლიციის უფროსის, მეგის ქარდავას გამო გაიხსნა. სააკაშვილი ამტკიცებს, რომ მას არ იცნობს. არადა ქარდავა თავად სააკაშვილმა გორგასლის ორდენით არაერთხელ დააჯილდოვა და ღირსეულად გაწეული სამუშაოს გამო მადლობას უხდიდა. ახლა კი, ამბობს, რომ წარმოდგენა არა აქვს ვინაა მეგის ქარდავა. ამან პარტიის შიგნით გარკვეული უკმაყოფილება წარმოშვა. ქარდავა ენმ-ის მძიმე დანაშაულებების შესახებ უამრავ ინფორმაციას ფლობს, რამაც შეიძლება ბევრი დამალული სიბინძურე გამოააშკარავოს.

ნიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილზე, ის უკვე საქართველოში იქნებოდა, ვინაიდან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებში ფიზიკურად ჩართვის უფლება საქართველოს ნებისმიერი მოქალაქეს აქვს და სააკაშვილმა ეს უფლება უნდა გამოიყენოს.

„რა გასაკვირია, რომ მიხეილ სააკაშვილს ამის სურვილი აქვს და გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას. მე მის ადგილზე უკვე საქართველოში ვიქნებოდი და აუცილებლად ჩამოვიდოდი. ეს არის ისტორიული გამოწვევა. ჩვენ, უბრალოდ, (ხელისუფლებას) ჭკუით უნდა ვაჯობოთ და ძალიან მნიშვნელოვანია, არ მივცეთ პროვოკაციასა და დესტაბილიზაციაში დადანაშაულების შესაძლებლობა, რასაც შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებაც აჰყვება. ანუ ჭკუით უნდა ვაჯობოთ“, – განაცხადა მან.

ნიკა მელიამ ასევე თქვა, რომ კიევში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილთან ისაუბრა ამ საკითხზე და შეთანხმდნენ, რომ მისი საქართველოში დაბრუნება უკიდურესად მშვიდობიანი აქტი უნდა იყოს. მორალური უპირატესობა, რომელიც დღეს აქვს ოპოზიციასა და საზოგადოებას კიდევ უფრო უნდა განამტკიცონ, მაგრამ როგორ, ამას არ აზუსტებს.

„არის გამოსავალი და ეს გამოსავალი არის მოძებნილი, – როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის განხორციელება ისე, რომ „ქართული ოცნების“ ვერც ერთი ამომრჩეველი ვერ იტყვის, რომ „ეს კაცი დესტაბილიზაციის ნიშნების მომტანია“, - აცხადებს ნიკა მელია.

რას ამბობს მელია ერთია, მაგრამ რას აპირებს მიხეილ სააკაშვილი - მეორე.

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის ხელშეკრულება უარყო, მაგრამ ამ ვალდებულებებიდან არ გამოსულა ევროპა და ქართველი ხალხი. შესაბამისად, 2 ოქტომბერს იმართება რეფერენდუმი ივანიშვილისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად“, – ეს განცხადება უკვე ცხადყოფს, რა გეგმები აქვს სააკაშვილს.

ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ მელიამ  სააკაშვილი, ფაქტობრივად, გააფთხილა და უთხრა, რომ ახლაც თუ ისევ მოიტყუება და არ ჩამოვა, მაშინ ის ენმ-ს დატოვებს, რადგან სააკაშვილი თუ არ დაბრუნდა, ეს პარტია საბოლოოდ გამასხარავებული იქნება.

„მელიამ კარგად იცის, რომ ეს არჩევნები მათი ბოლო შანსია. მიხეილ სააკაშვილი აქმადეც უნდა ჩამოსულიყო და იმ ბრალდებებზე პასუხი უნდა ეგო, რაც ჩადენილი აქვს. მელია ახლა ელოდება საბოოლოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ამიტომაც მისი ნათქვამი აფექტურად საბოლოო გაფრთხილებაა. ეუბნება, რომ თუკი არ ჩამოვა, ის პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას მიიღებს. ხედავს, რომ უფსკრულისკენ მიექანება, მიჰყვება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მარტო უნდა მელია და პარტია გადაჩეხოს. სააკაშვილმა კაგად იცის, რომ ფაქტობრივად, პარტია ეშლება. არსებობს დიდი შანსი, რომ არჩევნების შემდეგ, რომელსაც მელია წააგებს, პარტიას ახალგაზრდულ ფრთასთან ერთად დატოვებს.

ახლა კი, მას სიტუაცია მეგის ქარდავას ექსტრადირების გამო აქვს დაძაბული. სააკაშვილმა თქვა, რომ მას არ იცნობს. არადა უშუალოდ ქარდავა პრეზიდენტის მიერ არაერთხელ იყო დაჯილდოვებული და მის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებდა. ქარდავამ იცის ყველაზე ყველაფერი. ეს ადამიანი არის მოსიარულე ნაღმი, რომელსაც სააკაშვილის და ენმ-ის ბობოლების სრულიად და საბოლოოდ აფეთქება შეუძლია. ამიტომაც დააკვირდით, რა ისტერიკაში იმყოფებიან. ახლა დარბიან და ამ თავის ჩასვრილის გადასაფარად, ვითომ და ამ ხელისუფლების დანაშაულებებს აქვეყნებენ. იციან გაბრაზებული ქარდავა რომ დარბუნდება, ყველას ხელს დაადებს“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ სააკაშვილმა თუ გაბედა და ქვეყანაში მაინც ჩამოვიდა, მას დააკავებენ, ხოლო დაკავებისას ციხეში რამდენ ხანს გაძლებს, ესაა საკითხავი. ნიკა მელია შფოთავს, რადგან მან რისკის ქვეშ როგორც საკუთარი სახელი, ასევე ოჯახის სახელიც კი დააყენა.

„დავუშვათ, სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა, მას ხომ დაიჭერენ, - ესეც „ოცნების“ პრესტიჟის საკითხია, თავის ამომრჩეველთან და კანონთან ვალდებულია, რომ დააკავოს. აი, ამის მერე რა ხდება ესაა საინტერესო. სააკაშვილი ციხეში დიდი ხანი ვერ გაძლებს. გვახსოვს, ალბათ, უკრაინაში რაც მოხდა. მან ციხეში ყოფნას რამდენიმე დღეც ვერ გაუძლო და გატყდა. უკრაინაში ეს ისე არ გამოჩნდა, როგორც აქ გამოჩნდება და მის ამომრჩეველში დიდი იმედგაცრუებას გამოიწვევს. პარტიის შიგნითაც კიდევ უფრო დიდი რყევები დაიწყება.

თუ ის ციხეს რამდენიმე კვირა გაუძლებს, შეიძლება ქვეყანაში რაღაც ტალღა აგორდეს, ქვეყნის გარეთაც ზეწოლა გაიზარდოს ან ქვეყნის შიგნით რაღაცა აქტიურობა დაიწყოს. თუმცა ამის ალბათობა ნაკლებია. ჯერ ერთი, სააკაშვილი ამდენი ხანი ვერ გაძლებს, მეორეც ჩვენს ქვეყანაში არ არის ის განწყობა, რომ სააკაშვილის გამო რევოლუცია დაიწყოს. რაღა ლიდერი გამოვა, თუ აქ ჩამოსული ციხეში გატყდება? მელიას, შესაძლოა, ამისიც  ეშინია და მიანიშნებს, რომ უფორ გამბედავი უნდა იყოს და ფიქრის დრო აღარ არის. საქართველოს ამომრჩეველი ასეთია ლიდერობა, მესიობა, მეორედ მოსვლა თუ გინდა, ციხეშიც უნდა გაძლო, თუ არადა ნანახი გვაქვს ასეთი პოლიტიკსოების ბედი როგორ განვითარდა. ისინი როგორც პოლიტიკოსები აღარ არსებობენ!“ - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, სააკაშვილი საქართველოში ვერ შემოვა ვერც სომხეთიდან, ვერც აზერბაიჯანიდან, ვერც აფხაზეთიდან, ვერც რუსეთიდან. რუსეთიდან შემოსული სააკაშვილი თავის პროევროპულობას ბოლოს მოუღებს, სომხეთი და აზერბაიჯანი ამით ჩვენთან ურთიერთობას არ გაირთულებენ, ამიტომ პოლიტიოლოგი მიიჩნევს, რომ ამის ერთადერთ გზად თურქეთი რჩება, თუმცა, არც თურქეთი დაუშვებს ამას, ამიტომ ყველაზე რეალური, თუ ჩამოსვლას გადაწყვეტს, საჰაერო გზაა, თუმცა ამ შემთხვევაშიც პრობლემებს ვერ გაექცევა. მას „ოცნება“ უკვე მომზადებული დახვდება და ხელისუფლება იძულებული იქნება მისი გამოხტომების გამო დააკავონ. სწორედ აქ დაიწყება მისი და პარტიის პრობლემები. თუ გარედან ტალღა არ აგორდა, მელიაც, პარტიაც და სააკაშვილის პოლიტიკურად გაბანკროტებულები არიან.

„სააკაშვილს დასავლეთი მხარს არ დაუჭერს, რადგან ის უკვე გაჭრილი პოლიტიკური ფიგურაა და ხელისუფლებასთან მის გამო ურთიერთობას არავინ დაძაბავს. მისი ერთადერთი საყრდენი ის ამომრჩეველი იქნება, რომელიც მას ყოველთვის მხარს უჭერდა. ისინი ცოტანი არ არიან, მაგრამ არც იმდენი, რომ მათმა აქტიურობამ საზოგადოება აიყოლიოს და ევროპა ამას კარგად ხედავს... აქ სააკაშვილი საზოგადოების უმრავლესობისთვის უკვე წარსულია, ამიტომ მელიას აქვს შიში, რომ ამის გამო ისიც წარსულად იქცევა. შესაბამისად, მისი ღელვა და ემოცია გასაგებია“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.