ანჯელინასა და ბრედს ფსიქიატრიც გადაეკიდა

ანჯელინასა და ბრედს ფსიქიატრიც გადაეკიდა

წელს ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის ურთიერთობების “გაცივებაზე“ და ამ წყვილის გაყრის “გარდუვალობაზე“ იმდენი ჭორი გავრცელდა, რომ რიგითმა ადამიანმა ძნელია გაიგოს მათგან რომელიც რეალური და რომელი მოგონილი.

 

ცნობილი ამერიკელი ფსიქიატრი, დრიუ პინსკი ამტკიცებს, რომ ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი მალე გაიყრებიან. პინსკი მსახიობებსა და შოუბიზნესის წარმომადგენლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან მათ ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიისაგან გათავისუფლებაში ეხმარება. იგი ასევე უძღვება საკუთარ ტოკ-შოუს ტელევიზიაში.

 

გამოცემა “uffington Post“-სთან ინტერვიუში ექიმმა განაცხადა, რომ მალე ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთმანეთს დაშორდებიან და ამაში სავსებით დარწმუნებულია. მისი თქმით, წარსულში ანჯელინა ნარკოტიკებს იღებდა, რაშიც ვარსკვლავი თავად გამოტყდა, მაგრამ, ექიმის აზრით, ყოფილი ნარკომანები არ არსებობენ.

 

რაც შეეხება ბრედ პიტს, მისთვის ნარკომანია საშინელი სენია. დრიუ პინსკი ვარაუდობს, რომ ვარსკვლავური წყვილი ერთად დიდხანს ვეღარ გაძლებს, რადგან ანჯელინა ნარკოტიკებს აუცილებლად მიუბრუნდება და გაყრის ინიციატორი ბრედ პიტი იქნება.

atb.ge