ვფიქრობთ, რომ სექტემბრის ბოლომდე ვაქცინაციის ისეთ ნიშნულის მივაღწევთ და რეალურად მივიღებთ დაცვის იმგვარ ფორმას, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ვირუსის ასეთ მიმდინარეობას აღარ ველოდოთ

ვფიქრობთ, რომ სექტემბრის ბოლომდე ვაქცინაციის ისეთ ნიშნულის მივაღწევთ და რეალურად მივიღებთ დაცვის იმგვარ ფორმას, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ვირუსის ასეთ მიმდინარეობას აღარ ველოდოთ

ვაქცინაცია იმ შემთხვევაში შეასრულებს გარდამტეხ როლს, თუკი ჩვენ ბუნებრივი გზით და ვაქცინაციით მიღებული იმუნიტეტით მოქალაქეების რაოდენობა იქნება უმრავლესობაში, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„აქ საუბარია 70-80 პროცენტ აცრილ ან ბუნებრივი იმუნიტეტის მქონე მოქალაქეებზე. ჯერჯერობით აქამდე ჩვენ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი და მნიშვნელოვანია ეს გზა სწრაფად გავიაროთ. დღეს მოზრდილი მოსახლეობის 10,7 პროცენტია ვაქცინირებული ორივე დოზით. ჩატარებული აცრების საერთო რაოდენობა უკვე ერთ მილიონს აჭარბებს. ყოველდღიური 40 ათასი ნიშნული ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მივიდეთ მოსახლეობის უმრავლესობის ვაქცინაციამდე და შევიტანოთ სერიოზული გარდატეხა ეპიდემიაში. ვფიქრობთ, რომ სექტემბრის ბოლომდე 40 ათასი ვაქცინაციის ნიშნულის მიღწევის შემთხვევაში, ჩვენ უკვე რეალურად მივიღებთ დაცვის იმგვარ ფონს, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ვირუსის ასეთ მიმდინარეობას აღარ ველოდოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მილიონი აცრა გაკეთდა.