ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დავარწმუნე, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებაში განსაზღვრული რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება

ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დავარწმუნე, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებაში განსაზღვრული რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დავარწმუნე, რომ საქართველო 19 აპრილის შეთანხმებაში განსაზღვრული რეფორმების დღის წესრიგის ერთგული რჩება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ამ რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განხორციელებულია და ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელოთ მუშაობა დანარჩენ მნიშვნელოვან რეფორმებზეც“, - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე.