შარლ მიშელი: მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ

შარლ მიშელი: მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ

მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა „ტვიტერში“ დაწერა, რითაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კიევში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა.

მიშელის თქმით, მან ხაზი რეფორმების საჭიროებას გაუსვა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ხაზი გავუსვი, რომ რეფორმები ისეთი საჭიროა, როგორც არასდროს. მაკროფინანსური დახმარების გაცემის ვადა ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ გამოავლინოს ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით,“- წერს მიშელი.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირკალი ღარიბაშვილს შორის კიევში შეხვედრა გაიმართა.