გენერლის ვიზიტი სამხედრო სწავლება “Agile Spirit 2013”-ის ბაზაზე (ვიდეო)

გენერლის ვიზიტი სამხედრო სწავლება “Agile Spirit 2013”-ის ბაზაზე (ვიდეო)

დღეს, ქართულ-ამერიკული სწავლება ,,Agile Spirit 2013”-ის მიმდინარეობას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე გაეცნო.

ბრიგადის გენერალმა სწავლების მოწინავე ოპერატიული ბაზა, მართვის ცენტრები მოინახულა და სწავლების მიმდინარეობას უშუალოდ ველზე დააკვირდა.

ბრიგადის გენერალი სწავლებაში ჩართულ ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებსაც გაესაუბრა და დადებითად შეაფასა წვრთნების მიმდინარეობა.

ქართულ-ამერიკული სწავლება ,,Agile Spirit 2013” დასასრულს უახლოვდება. ორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ორი დღის მანძილზე შემაჯამებელ საველე წვრთნაში მონაწილეობდნენ.
სწავლების დასკვნით ნაწილში საჩვენებელი წვრთნა იგეგმება, რის შემდეგაც ,,Agile Spirit 2013”-ის დახურვის ცერემონიალი გაიმართება.