საქართველოს ხელისუფლება აჭარის კავკასიის ლას-ვეგასად გადაქცევას გეგმავს - ამის შესახებ განცხადებას აჭარის მთავრობის მეთაური ლევან ვარშალომიძე აკეთებს.
ლევან ვარშალომიძის თქმით, ამჟამად ამერიკულ კომპანიებთან იდეის რეალიზაციაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის: აჭარა 2011 წელს ტურისტების მნიშვნელოვან ზრდას ელოდება. საუბარია 2 მილიონამდე ტურისტის მიღებაზე.