შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობას ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს აბრალებენ. ერთის მხრივ „ნაციონალური მოძრაობა" აცხადებს უარს ხელის მოწერაზე, მეორეს მხრივ კი მმართველ პარტიას მუდმივად სანქციებით ემუქრება. „დასავლეთს სჭირდება საქართველო, ასევე სჭირდება ზოგადად სამხრეთ კავკასია. აქედან გამომდინარე, ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს ამ დოკიმენტის გამო შეიძლება დაეკისროს სანქციები, ზედმეტია," - აცხადებს სანქციების ალბათობაზე პოლიტილოგი მამუკა არეშიძე.
სამშაბათს კიდევ ერთხელ მიიღეს პოლიტიკურმა მხარეებმა გაფრთხილება ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობასთან დაკავსირებით.
„შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ მიშელის შეთანხმება პრაქტიკაში" ასე მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსიმ ხელისუფლების წარმომადგენლებს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მამუკა არეშიძე: ერთი მხრივ, რა უშლის ნაციონალურ მოძრაობას, რომ გადადგას ნაბიჯი და ხელი მოაწეროს დოკუმენტს, ჩემთვის გაუგებარია. მეორე მხრივ, ამ პროცესების შეფერხება შეეხება სასმართლოსთან დაკავშირებულ საქმეს, იგივე მოსამართლეების არჩევის პროცესების მიმდინარეობას, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში ნათლად არის ასახული ამ პროცესების გადადების მოთხოვნა.
თუმცა, მე ვთვლი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ასე მარტივად არ არის საქმე, გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულების ამ პუნქტის შესრულებით სასამართლოს ექმნებოდა ხარვეზები.
დოკუმენტში არის ზოგადი საუბარი სისტემის რეფორმირებაზე, სად უნდა რეფორმირდეს ან რა მიმართულებით, ეს ჩემთვის პირადად გაუგებარია.
„რ": რა შეიძლება გამოიწვიოს ამ შეთანხმების შესრულების პასიურმა მიმდინარეობამ?
მ.ა: საქმე ისაა, რომ დღეს დასავლეთისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია საქართველოსთან მყარი ურთიერთობა როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან, რადგან ყარაბაღის მოვლენების შემდეგ დასავლეთის გავლენა რეგიონში სერიოზულად შემცირდა. ამიტომ, მას სჭირდება საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობები, რათა სრული მასშტაბით დაიბრუნოს გავლენა კავკასიაში, პლიუს შეხვდა ახალი გამოწვევები ავღანეთსა და საერთოდ ახლო აღმოსავლეთში.
ის მანევრები, რასაც თურქეთი ატარებს, დასავლეთისთვის მიუღებელია, ე.ი. დასავლეთს სჭირდება საქართველო, ასევე სჭირდება ზოგადად სამხრეთ კავკასია. აქედან გამომდინარე, ლაპარაკი იმაზე, რომ საქართველოს ამ დოკიმენტის გამო შეიძლება დაეკისროს სანქციები, ზედმეტია.
„რ": რა დადებითი მხარეები აქვს როგორც საქართველოსთვის, ისე ევროპული საბჭოსათვის ამ დოკუმენტის შესრულებას?
მ.ა: მე ვთვლი რომ ეს დოკუმენტი არის ჩვენი პოლიტიკური სირცხვილი, ხელისუფლების წარმომადგენლებს იქამდე არ უნდა მიეყვანათ საქმე, რომ მისი მიღება საჭირო გამხდარიყო.
ეს დოკუმენტი გარკვეულწილად საქართველოს საშინაო პროცესებში ჩარევას ნიშნავს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ჩარევა უხეშად მოხდა. რადგან თავად მოიწვიეს მხარეებმა დასავლური სტრუქტურები მედიატორის როლში. რაც არ უნდა დაეშვათ. ამიტომ, ჩემთვის ასეთი დოკუმენტის არსებობა არის მიუღებელი.
არავითრი მნისვნელობა არ აქვს ამ დოკუმენტს გეოპოლიტიკური ვითარებისთვის, თუმცა ქვეყნისთვის მნისვნელოვანი გახდა მიუხედავად იმისა რომ არ უნდა გამხდარიყო.