დიდი პოლიტიკური თამაშები იწყება?!

დიდი პოლიტიკური თამაშები იწყება?!

"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 10 კვირა რჩება და ჯერ ყველა ოპოზიციური პარტიის გეგმა ცნობილი არ არის. "კვირის პალიტრის" სტუმარია პარტია "ევროპელი დემოკრატების" გენერალური მდივანი მამუკა გამყრელიძე. "ეს კანდიდატი საერთო ოპოზიციური რომ არ არის, ძალიან დიდი შეცდომაა. ეს უნდა იყოს ყველას კანდიდატი, რათა მკვეთრად ჩანდეს, ვინ არის ოპოზიციაში და ვინ, რომ იტყვიან, ყანყალებს",- წერს გაზეთი "კვირის პალიტრა“ სტატიაში სათაურით, დიდი პოლიტიკური თამაშები იწყება?!

"კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს მელიას, გამყრელიძის თქმით: "დავუჭერდი ან არ დავუჭერდი მხოლოდ მას შემდეგ, თუ ჩვენთან კონსულტაცია იქნებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. ეჭვი მაქვს, არც სხვა პარტიებში ყოფილა ეს განხილვა და ყველაფერი კამერულად ჩატარდა რამდენიმე პარტიას შორის. იყო საუბარი, რომ მათ "ლელოც" უნდა შეერთებოდა, მაგრამ, როგორც დავინახეთ, ასე არ მოხდა. ასე დანაწევრება ოპოზიციას მხოლოდ ასუსტებს. ჩვენ გამოვრიცხავთ სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას, მაგრამ მეორე საკითხია, გვეყოლება ჩვენი კანდიდატი თუ არა, ან სხვა ოპოზიციური კანდიდატები როგორი იქნებიან. ჩვენ ხმას მივცემთ რომელიმე ოპოზიციურ კანდიდატს - ჩვენსას ან სხვისას. მგონია, რომ უმრავლესობა ოპოზიციური პარტიებისა თავს შეიკავებს მერობის კანდიდატის წამოყენებისაგან და საშუალებას მისცემს მელიას, დაამტკიცოს, რა შეუძლია, მაგრამ იქნება თუ არა მათგან ქმედითი დახმარება, არ ვიცი... წიაღსვლები, რაც მაგ პარტიაშია, ჩემთვის უკვე უცნობია. ადრე მქონდა მეტი ინფორმაცია, როდესაც ბლოკში ვიყავით. ახლა ეს თემა ამოწურულია. ადგილობრივ არჩევნებზე ბლოკები დაშვებული არ არის. რა ხდება მათ პარტიაში, ვერ გეტყვით. სააკაშვილს რომ ძალიან დიდი გავლენა აქვს, გასაგებია. მელიასაც ჰყავს თავისი საყრდენი. იქ არის უამრავი ადამიანი, რომლებიც გავლენით სარგებლობენ როგორც რეგიონებში, ისე პოლიტსაბჭოში, მაგრამ გადამწყვეტი მოთამაშე სააკაშვილი ჰყავთ, წყალი არ გაუვა...", - აღნიშნავს გამოცემასთან საუბრისას გამყრელიძე.

"რა დაგიმალოთ და, არ მიყვარს წინასაარჩევნო ბრავადა - "ჩვენ იმას ვიზამთ, ჩვენ ამას ვიზამთ! ელენე ხოშტარიას უთქვამს, დაინახეს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომ როგორი დიდიც უნდა იყვნენ, მარტო ვერც ერთი ვერ მიაღწევს გამარჯვებასო. სწორი­ ფორმულირებაა, მაგრამ დაინახეს კი იმ დიდებმა ეს? ეჭვი მეპარება. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ერთგვარი სიურპრიზი იყო, რომ "ლელო" მათთან აღარ მოიაზრება. ზურაბ­­ ჯაფარიძის განცხადებაც ორჭოფული იყო, რომ ეს არის ერთჯერადი კონტაქტი, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მის ამომრჩევლებში­ ხმები გაიყო (მას გამოკითხვა ჩაუტარებია) თითქმის შუაზე (54:45-ის წინააღმდეგ). 54% მომხრე იყო ამ გაერთიანებაში­ მონაწილეობის. ვიცე-მერად დასახელებით, როგორც ჩანს, მაინცდამაინც კმაყოფილი არ არის, მაგრამ მაინც მიიღო მონაწილეობა, რადგან ამომრჩევლებმა ურჩიეს. შესაბა­მისად, ის, ალბათ, ეცდება მომავალში დამოუკიდებლად ითამაშოს. მოკლედ, ამ გაერთიანების პერსპექტივას მე ვერ ვხედავ. კანონმდებლობაშია ძალიან საინტერესო მომენტი. მეათეხარისხოვანია, დედაქალაქის მერის კანდიდატურა გაიმარჯვებს თუ არა. მთავარი იყო ოპოზიციური პარტიების შეთანხმება, რომ ერთიანი ფრონტით შეეტიათ ხელისუფლებისთვის, რათა მას ვერ მოეხერხებინა 43%-ის მიღება. თუნდაც დედაქალაქში 50 საკრებულოს წევრიდან 26 თუ ოპოზიციონერი იქნება, ოპოზიციას უკვე შეეძლება მერის გადაყენება და თავისი მერის დანიშვნა, ან პრობლემების­ შექმნა მაინც. საკრებულოს გარეშე მერის მუშაობა იქნება კატასტროფა,­ ამიტომ ამ მიმართულებით უნდა წარიმართოს ოპოზი­ციის ძალისხმევა. ჩვენ მოგვწ­ონს თუ არა, კალაძე ძალიან პოპულარულია საზოგადო­ებაში, ალბათ, თავისი წარსულის და არ ვიცი, კიდევ რის გამო... მე ახლა ვაკეში მანქანით რომ დავდივარ, შეუძლებლად მიმაჩნია მისთვის ხმის მიცემა... საერთო ოპოზიციურ ფრონტზე ხმების მოპოვება უფრო ადვილი იქნებოდა და სწორედ ამ მიმართულებით არის საჭირო მუშაობა, მაგრამ მე ასეთ გეზს ვერ ვხედავ. ჩვენს პარტიასთან დიდ პარტიებს კონსულტაციები არ გაუმართავთ. პირადი შეხვედრები გვქონდა არანაციონალებთან, სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ", - განაგრძობს გამოცემასთან გამყრელიძე.

"ოცნებას" აქვს მიზანი, ხმების 51% აიღოს. მათ ეს შეუძლიათ კიდეც, მაგრამ აქ არის გახარიას ფაქტორი, რომელიც არც ერთ გარჩევაში არ ერევა. ცდილობს­ მშვიდად, ზედმეტი ლაპარაკის გარეშე იმოქმედოს. თვითონ საერთოდ არ ჩნდება. ამჯობინებს, იმუშაოს ველზე და შეაგროვოს მომხრეები. ვიცი, რომ ბევრი მომხრე ჰყავს გორში, სამეგრელოში... ისიც ვიცით, რომ ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. მისი ბიზნესწარსულის გათვალისწინებით, ამ მხრივ პრობლემა არ ექნება. არც იმას გამოვრიცხავ, მან მოახერხოს როგორც "ქართული ოცნების", ისე ოპოზიციური პარტიების მომხრეების გადაბირება. ჩემი აზრით, თუ ის 10%-ზე მეტს აიღ­ებს, ეს ძალიან შეცვლის განლაგებას ბრძოლის ველზე და შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზეც მას ექნება მყარი ფუნდამენტი, რომ მინიმუმ პირველი ოპოზიციური პარტია გახდეს! თუ ის არჩევნებზე ამ რაოდენობის ხმების დაგროვებას მოახერხებს, დაიწყება სერიოზული პაექრობა "ნაციონალურ მოძრაობასთან" მეორე-მესამე ადგილებისთვის. ეს ჩემი მოსაზრება ფიქრისა და განსჯის შედეგია. არ გამოვრიცხავ, "ქართულ ოცნებას" აწყობდეს კიდეც ვადამდელი არჩევნები და ამ არჩევნებს ნებაყოფლობითაც დასთანხმდეს, მერე გახარიას გუნდთან ერთად მოახერხოს კოალიციის შექმნა და უკვე ვადამდელ არჩევნებში გამარჯვება. თუ გახარია და "ქართული ოცნება" დალაგდებიან, ეს ძალიან ძლიერი ტანდემი იქნება. თბილისში არველაძე კალაძეზე პოპუ­ლარულია, საყვარელი ძმები არიან, კარგი ადამიანები და თითოეული მათგანი ძლიერი კანდიდატი იქნება. თუ გახარია­ მოახერხებს და ერთ-ერთ ძმას დაითანხმებს, შეიძლება სერიოზული პაექრობა გაჩაღდეს და მაშინ მეორე ტური დაინიშნება. მერე რა მოხდება, არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკური პროცესებისათვის ეს კარგი იქნება. რაც მეტი ახალი და საინტერესო სახე გამოჩნდება პოლიტიკაში, მით უკეთესი. მართლაც მობეზრდა ხალხს ერთი და იგივე. არც ის არის დასამალი, რომ "ქართული ოცნებაც" მობეზრდა ხალხს. თუ ჩინელები მიხვ­დნენ, რომ 10 წელიწადში ერთხელ გენერალური მდივანი უნდა გამოცვალონ, საქართველოშიც როგორმე უნდა მიხვდნენ, რომ ორი ვადის შემდეგ ხელისუფლებიდან წავიდნენ და თუ არ მიდიან, თავიანთი­ შემადგენლობა­ გადაახალისონ მაინც. კოალიცია მომავლისთვის ბრწყინვალე გამოსავალი იქნება. ვნახოთ,­ რას მივიღებთ", - წერს სტატიის ავტორი.