ტოკიოს ოლიმპიადის გენერალურმა მენეჯერმა, ტოშირო მუტომ ოლიმპიური თამაშების გაუქმების შესაძლებლობა არ გამორიცხა.
„არ შეგვიძლია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება კორონავირუსის შემთხვევების მაჩვენებელთან დაკავშირებით. ჩვენ განვაგრძობთ დისკუსიას, თუკი შემთხვევები იმატებს. შევთანხმდით, რომ კორონავირუსის სიტუაციიდან გამომდინარე, განვაახლებთ დისკუსიებს. ამ ეტაპზე, კორონავირუსის შემთხვევები შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, ამიტომ ვიფიქრებთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც შესაბამისი სიტუაცია შეიქმნება“, - აღნიშნა ტოკიოს ოლიმპიადის გენერალურმა მენეჯერმა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ოლიმპიურ სოფელში კორონავირუსის 67 შემთხვევა გამოვლინდა.
ტოკიოს ოლიმპიადა 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.