რუსეთში გადახვეწილი ქართველი მომღერალი დათო ხუჯაძე პოპულარობის ზენიტშია და მის გარეშე თითქმის არც ერთი რუსული ”ტუსოვკა” არ იმართება.
ახალი კლიპის გადასაღებად მომღერალი რუსეთში ვეღარ დაეტია და პირდაპირ სტოკჰოლმში გაემგზავრა, სადაც დათო ხუჯაძის ახალი სიმღერის "პირდაპირ ჩემს გულში" კლიპის გადაღებები მიმდინარეობდა.
ქართველი მომღერლის კლიპში ცნობილი შვედი მოდელი ტერეზა ფისჩერი მონაწილეობს.
ახალი კლიპის რეჟისორი კი ცნობილი კლიპმეიკერი კონსტანტინ ჩერეპკოვია, რომელმაც დათო ხუჯაძესთან უკვე იმუშავა ცნობილ ჰიტზე "ჯანაია".
დათო ხუჯაძის ახალ კლიპზე სიმღერისთვის ”პირდაპირ ჩემს გულში” ინტერნაციონალური ჯგუფი მუშაობდა, რომლის წევრებიც ერთმანეთს ქართულ, რუსულ, შვედურ და ინგლისურ ენებზე ესაუბრებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ კლიპის გადაღებები უკვე დასრულებულია, ჯერჯერობით უცნობია, როდის იხილავს ფართო საზოგადოება დათო ხუჯაძის ახალ ნამუშევარს.