"გამოთვრებიან და შეცვივდებიან ზღვაში... მათ გამო ჩვენი მაშველები სიცოცხლით რისკავენ" - უკონტროლო სანაპირო აფხაზეთში და ათამდე გარდაცვლილი ტურისტი

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში ზღვის სე­ზო­ნი ტრა­გე­დი­ე­ბით და­ი­წყო. ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზღვა­ში რამ­დე­ნი­მე რუსი ტუ­რის­ტი და­იხ­რჩო. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე შემ­თხვე­ვაა, გაგ­რის რა­ი­ონ­ში, 6 ივ­ლისს მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია. სანტ-პე­ტერ­ბურ­გე­ლი ქალი სამ შვილ­თან ერ­თად, ზღვის ტალ­ღებ­მა გა­ი­ტა­ცა, თვითმხვილ­ვე­ლებ­მა და მაშ­ვე­ლებ­მა, ოჯა­ხის ოთხი წევ­რი­დან მხო­ლოდ ერთი ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლეს.

აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დი­ლის 11:00 სა­ა­თის­თვის, მა­შინ, რო­დე­საც ძლი­ე­რი ღელ­ვა იყო, 36 წლის თა­მა­რა მოლ­ჩა­ნო­ვამ, რო­მე­ლიც სამ შვილ­თან ერ­თად გაგ­რის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში ის­ვე­ნებ­და, სას­ტუმ­როს პერ­სო­ნალს არ და­უ­ჯე­რა, სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცია არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და 7, 5 და 3 წლის შვი­ლებ­თან ერ­თად, ბზი­ფის­კენ გა­ე­მარ­თა.

"ძლი­ე­რი ღელ­ვის და მა­ღა­ლი, თით­ქმის ორ­მეტ­რი­ა­ნი ტალ­ღე­ბის გამო, ზღვა­ში შეს­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, ოთხი­ვე მათ­გა­ნი გა­უ­ჩი­ნარ­და. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ნა­წი­ლი მათ გა­და­სარ­ჩე­ნად შეც­ვივ­და, სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად ცდი­ლობ­დნენ ბავ­შვე­ბი მა­ინც ამო­ეყ­ვა­ნათ. სხვე­ბი სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში ვრე­კავ­დით... მათ მოს­ვლამ­დე, ერთი ბავ­შვი იპოვ­ნეს და გა­და­არ­ჩი­ნეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მაშ­ვე­ლებ­მა იპოვ­ნეს ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნის ცხე­და­რი და უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 7 წლის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სო­ჭის ბავ­შვთა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. ექი­მე­ბი მისი გა­დარ­ჩე­ნის იმედს ვერ იძ­ლე­ვი­ან... ზღვა­ში და­კარ­გუ­ლი დე­დის ცხედ­რის პოვ­ნა კი დღემ­დე ვერ ხერ­ხდე­ბა. მაშ­ვე­ლე­ბი მის ცხე­დარს ვერმ­ტფ­რე­ნით ეძე­ბენ..." - წერს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ი­და ჰა­სან-ოღლი.

ეს ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც რუსი ტუ­რის­ტე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის რჩე­ვას არ ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ და შტორ­მის დროს ზღვა­ში სა­ბა­ნა­ოდ შე­დი­ან. გუ­შინ, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა დახ­რჩო­ბას გა­და­არ­ჩი­ნეს 35 წლის რუსი ტუ­რის­ტი, ვა­დიმ ზა­კი­რო­ვი. პერ­მე­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ასე­ვე გაგ­რა­ში ის­ვე­ნებ­და, ზღვა­ში უა­მინ­დო­ბი­სას შე­ვი­და და მა­ლე­ვე გა­უ­ჩა­ნირ­და. ის ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა გა­და­არ­ჩი­ნეს, თუმ­ცა უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გაგ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა.

"4 ივ­ლისს, ასე­ვე ძლი­ე­რი ქა­რი­სა და შტორ­მის დროს, ასე­ვე გაგ­რა­ში, 42 წლის პა­ველ დან­კო­ვი და­იხ­რჩო. რუს ტუ­რისტს ვუ­თხა­რი, რომ ასეთ დროს, ზღვა­ში შეს­ვლა ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო იყო, ფაქ­ტობ­რი­ვად კა­მი­კა­ძე­ო­ბას უდ­რი­და, მაგ­რამ გვი­თხრა, რომ ამის ხათ­რით ჩა­მო­ვი­და აფხა­ზეთ­ში, ექ­სტრე­მა­ლუ­რი სპორ­ტის მოყ­ვა­რუ­ლია და თა­ვი­სი საქ­მის თვი­თონ იცო­და... ღა­მის 10 სა­ათ­ზე, სამ­მეტ­რი­ა­ნი ტალ­ღე­ბის ფონ­ზე შე­ცუ­რა ზღვა­ში და ვე­ღარ ამო­ვი­და. მა­ლე­ვე დავ­კარ­გეთ თვალ­სა­წი­ე­რი­დან... მე­ო­რე დღეს, ისევ ჩვენს ქა­ლაქ­ში ტუ­რის­ტად ჩა­მო­სუ­ლი, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე მა­რი­ნა კო­ჩეტ­კო­ვა ბეწ­ვზე გა­და­არ­ჩი­ნეს ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა.

დი­ლის რვა სა­ათ­ზე შე­სუ­ლა ზღვა­ში, თუმ­ცა გა­უ­მარ­თლა, რად­გან იქვე ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­ჭე­ბი ბა­ნა­ობ­დნენ და ცო­ცხალ-მკვდა­რი ქალი ნა­პირ­ზე გა­მო­იყ­ვა­ნეს... ყვე­ლას ვე­უბ­ნე­ბით, ნუ აკე­თებთ ამას, შე­იძ­ლე­ბა ჩვენ­ზე მეტი იცით, მაგ­რამ ზღვის ნა­პირ­ზე გა­ვი­ზარ­დეთ, ზღვა კი, შეც­დო­მას არა­ვის პა­ტი­ობს, ნუ მი­დი­ხართ ასეთ რის­კზე-მეთ­ქი, მაგ­რამ ირო­ნი­ულ პა­სუ­ხებს გვიბ­რუ­ნე­ბენ... სიკ­ვდილ­ში ფულს ნუ იხი­დით, თუ სი­ცო­ცხლე აღარ გინ­დათ, თქვენს ქვე­ყა­ნა­ში რაც გინ­დათ ის ქე­ნით, ჩვე­ნი სატ­კი­ვა­რიც გვე­ყო­ფა, 30 წე­ლია სის­ხლსა და სიკ­ვდილს ვუ­ყუ­რებთ...." - წერს გაგ­რე­ლი ლა­რი­სა კა­კა­ლია.

"ღვი­ნო­სა და არ­ყის იქით ვე­რა­ფერს ხე­და­ვენ. ჩა­იყ­რი­ან მან­ქა­ნა­ში, გა­მოთ­ვრე­ბი­ან სა­ნა­პი­რო­ზე და შეც­ვივ­დე­ბი­ან ზღვა­ში... რა­ტომ უნდა რის­კავ­დნენ სი­ცო­ცხლით ჩვე­ნი თა­ნა­ქა­ლა­ქე­ლე­ბი ან კა­პი­კებ­ზე მო­მუ­შა­ვე მაშ­ვე­ლე­ბი მათ გამო? ისე იქ­ცე­ვი­ან, თით­ქოს ზღვა არას­დროს უნა­ხავთ და მერე ჩვენ გვე­ძა­ხი­ან ვე­ლურ მა­ი­მუ­ნებს... იქ­ნებ რამე ზო­მე­ბი მი­ი­ღოს ჩვენ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ თუნ­დაც ქვეყ­ნი­დან გა­ძე­ვე­ბა ან ფი­ნან­სუ­რი ჯა­რი­მა ან რამე სან­ქცია, რო­გორც ეს სა­ქარ­თვე­ლო­შია მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ ტუ­რის­ტებს რო­გორ აწყე­ნი­ნე­ბენ, რომ დაფრ­თხნენ?" - წერს კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ნონა ჯო­პუა.

"მხო­ლოდ აფხა­ზე­თი კი არა, რუ­სე­თიც შორს დარ­ჩა ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­გან კა­ნო­ნე­ბით, ჩვენ კი ისევ და ისევ მის­გან ვა­კო­პი­რებთ ყვე­ლა­ფერს. "უფ­რო­სი ძმის" სის­ტე­მით ვცხოვ­რობთ და აი, შე­დე­გიც..."- მი­აჩ­ნია ზუ­რაბ სმირს.