„მელიას პოლიტიკური ინტელექტის ნატამალი არ გააჩნია, მისი კონცეფცია „ზონდერკამანდირზეა“ დაფუძნებული“

„მელიას პოლიტიკური ინტელექტის ნატამალი არ გააჩნია, მისი კონცეფცია „ზონდერკამანდირზეა“ დაფუძნებული“

„ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ არჩევნებში ბრძოლის ტაქტიკას ცვლის და, როგორც ჩანს, თბილისის მოგების ნაცვლად მისი მთავარი ინტერესი ახლა რეგიონებში გამარჯვება იქნება, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ 43%-ის აღება ვერ შეძლოს და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მთავარი მიზანიც 43%-ია და ის ბოლომდე იბრძოლებს იმისთვის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტით შეთანხმებული ჩამკეტი ბერკეტი არ ამოქმედდეს და ხელახალი საპარლამენტო არჩევნები 2022-ში არ დაინიშნოს. როგორც ჩანს, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც აცნობიერებს, რომ ახლა ქვეყანაში პოლიტიკური მოცემულობა რადიკალურად შეიცვალა, რადგან ერთმანეთის პირისპირ ბრძოლაში მხოლოდ ენმ და „ოცნება“ აღარ იქნებიან. განსაკუთრებულ საფრთხეს ხელისუფლება მას შემდეგ გრძნობს, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე გიორგი გახარია გამოჩნდა.

გახარია, ფაქტია, ორივე ძალისთვის დიდ თავისტკივილს წარმოადგენს, განსაკუთრებით - ხელისუფლებისთვის. ექსპრემიერის ძირითადი ელექტორატი „ოცნების“ ამომრჩეველია, რომელიც მმართველ გუნდზეა გაბრაზებული. თუმცა ექსპრემიერი საფრთხეა პატარა პარტიებისთვისაც, რომელთა ელექტორატის გადაბირებას ის ადვილად შეძლებს. რაც შეეხება „ნაციონალებს“ გახარიამ თუ მესამე ძალის ფორმირება შეძლო, ენმ პოლიტიკური ველიდან, როგორც პირიველი ოპოზიციური ძალა პოზიციებს დათმობს. ამიტომ ძირითადი ბრძოლის ველი რეგიონები იქნება და მთავარი მოტივაცია „ოცნებისთვისაც“ და „ნაციონალებისთვისაც“ 43%-ის აღება ან ვერაღება გახდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ თბილისის მერობის კანდიდატად საკუთარ თავს „თითქმის აღარ განიხილავს“ და ამის მიზეზებს განმარტავს:

„თბილისის მერობის კანდიდატობას თითქმის აღარ განვიხილავ, ისევე, როგორც არ განვიხილავდი ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უბრალოდ, ანგარიშს ვუწევ კოლეგა, პარტნიორი პარტიების წარმოამადგენლებს, ვინც დაინტერესებულია გამარჯვებით. ჩემთვის მთავარია შედგეს გამარჯვების კამპანია. მე ყველა შემთხვევაში ვიქნები ბრძოლის ავანგარდში.

სიმართლე გითხრათ, თბილისის მერობის კანდიდატობა ჩემთვის შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, მქონდეს შესაძლებლობა, ჩავატარო კამპანია ეროვნულ დონეზე. თუკი ხარ თბილისის მერობის კანდიდატი, ზუგდიდში ნაკლებად მოახერხებ ჩასვლას, არადა, მიმაჩნია, რომ ზუგდიდშიც უნდა ვიყო და ქუთაისშიც“, - განაცხადა მელიამ.

მელია თვლის, რომ მთავარია, დიდ ქალაქებში ოპოზიციას ჰყავდეს საერთო კანდიდატი და სწორედ ამის ძიება მიმდინარეობს ახლა.

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ნიკა მელიას გადაწყვეტილება ლოგიკური და ტაქტიკურად გამართლებულია. მისი თქმით, შეცდომა იქნებოდა, თუ ოპოზიცია თბილისის მერის არჩევნებზე მელიას კანდიდატურას მხარს დაუჭერდა. ის სანიმუშო ლიდერი არ არის და „ზონდერკამანდირზე“ დაფუძნებული კონცეფცია აქვს. ზონდერკამანდირისთვის კი პოლიტოლოგს თბილისი არ ემეტება. ასევე ბოლო დროს „ნაციონალები“ და განსაკუთრებით მელიამ არც ერთი ნათქვამი სიტყვა არ შესრულა და როგორც პოლიტიკური ფიგურა დაზიანდა. ამიტომ მერობის კანდიდატად დაყენება და ისევ წაგება მის პოლიიტკურ კარიერას საერთოდ გააცამტვერებს. ამას, როგორც ჩანს, თავადაც მიხვდა და საბოლოო გადაწყვეტილება ამიტომაც მიიღო.

„ნიკა მელია სანიმუშო ლიდერი ნამდვილად არ არის. ამ ადამიანს პოლიტიკური ინტელექტის ნატამალი არ გააჩნია და მისი კონცეფცია „ზონდერკამანდირზეა“ დაფუძნებული. ამიტომაც იყო, რომ რაც თქვა, ყველა სიტყვა უკან წაიღო. მას პოლიტიკური ხედვა და შორსმჭვრეტელობის უნარი არ გააჩნია. ამიტომ შეცდომა შეცდომაზე დაუშვა. სააკაშვილი რასაც ეუბნებოდა, იმას აკეთებდა და აკეთებს. დამოუკიდებელ ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მისი რეიტინგი და პოლიტიკური თამასა დაეცა, მით უმეტეს პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშე გახარია გამოვიდა. ამიტომ მესამე ძალის მოლოდინში მყოფი ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლის დიდი ნაწილის ყურადღება მასზეა გადასული. მელია რეიტინგული მაშინ იყო, როცა ციხეში იჯდა, ახლა მისი პოლიტიკური ფასი დაეცა და გაუფასურდა. ამიტომ სწორად მიხვდა თავადაც, რომ თბილისში კალაძესთან შანსები არა აქვს და თავი კიდევ ერთხელ რაღაზე გაიმეტოს“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატად ნიკა მელიას არდაყენება ლოგიკური და ტაქტიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაა. საყვარელიძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, „ოცნება“ მერობის კანდიდატად ისევ კალაძეს დაასახლებს, ეს კი მელიასთვის ისევ წაგებულ ბრძოლაში შესვლას ნიშნავს. ამიტომ კიდევ ერთი მარცხი მისთვის, როგოც პოლიტკური ფიგურისთვის, გამანადგურებელი იქნება. 7-თვიანი ბოიკოტის შემდეგ ენმ ახლა საუკეთესო ფორმაში არ არის, მისთვის მთავარია „ოცნებამ“ 43%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს. ამიტომ ბრძოლა იქნება არა ადგილობრივი არჩევნებისთვის, არამედ - რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს ან არ დაინიშნოს. საყვარელიძე ამბობს, რომ ახლა როგორც ხელისუფლებისთვის, ისევე ოპოზიციისთვის მთავარ საფრთხეს გიორგი გახარია წარმოადგენს. ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლებას ეშინია, რომ ის მათ ელექტორატს გაუყოფს და 43%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ. ოპოზიციას კი ეშინია, რომ მათი ამომრჩევლის გადაბირებას შეძლებს. ამიტომ თვითმმართველობის არჩევნები ბრძოლის სრულიად სხვა ფორმას იღებს და შეიძლება ითქვას, რომ თბილისს ოპოზიცია მმართველ გუნდს უთმობს. თუმცა რეგიონებში სიტუაცია გაცილებით სხვანაირად იქნება.

„თუკი ენმ ფიქრობს, რომ მისი ბრძოლოს მთავარი ტაქტიკა ახლა „ოცნებისთვის“ 43%-ის ვერაღებაა, რა თქმა უნდა, ლოგიკური გათვლაა. მელია სწორად მიხვდა, თუკი თბილისის მერობის კანდიდატი ისევ კალაძე იქნება, ეს ბრძოლა ოპოზიციას წაგებული აქვს. ამიტომ მთელი რესურსი უკვეს წაგებული ბრძოლისკენ რატომ უნდა მიმართონ? შესაბამისად, თბილისს ხელისუფლებას და კალაძეს დაუთმობენ, ხოლო მთელი ძალის მობილიზებას რეგიონებისკენ მიმართავენ. ენერგიას და ელექტორალურ რესურს იმ თვითმმართველობით ორგანოებისკენ გადაისვრიან, სადაც იციან, რომ უფრო მეტი შანსები აქვთ.

თუმცა ახლა ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც მთავარი საფრთხე ექსპრემიერი გიორგი გახარიაა. საქმე ისაა, რომ „ოცნებას“ მისი გამოჩენისთანავე სერიოზული ისტერიკა აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ წაგების ეშინიათ და იციან, ამის რეალური საფრთხე არსებობს. რაც შეეხება ოპოზიციას და ენმ-ს, მათი მუდმივი მარცხის გამო მათ ამომრჩეველში ნიჰილიზმი გაჩნდა. პატარა პარტიებზე საერთოდ არ ვსაუბრობ. შესაბამისად, ენმ-საც და ხელისუფლებასაც უნდა, რომ გახარია თავიანთ დაპირისპირებაში გათქვიფონ. „ოცნება“ მას „ნაციონალებისკენ“ უჯიკებს, ენმ-ი კი პირიქით მათკენ, თუმცა უფრო თავშეკავებულია. ვხედავთ, რომ „ოცნება“ ამ ტაქტიკით პირიქით უფრო ზიანდება და გახარიას აძლიერებს. ამიტომ „ნაცებიც“ და „ოცნებაც“ ხვდებიან, რომ ეს დაპირისპირება მხოლდო მათ შორის აღარ არის. ხოლო გახარია თუ მესამე ძალად ჩამოყალიბდა, ქვეყანაში სრულიად ახალი პოლიტიკურ რელობას ვიღებთ“,-ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

 

amo კალაძე უდავოდ ყველა წინამორბედ მერზე წარმატებულია. მასშტაბური პროექტების პარალელურად უამრავი დიდი, თუ მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სრულდება, რაც ალამაზებს ჩვენ დედაქალაქს. შესრულებული სამუშაოების ანგარიშიც (ე.წ. პიარი) მაღალ დონეზეა. მოკლედ, თუ ქალაქის მერობას ისევ მოინდომებს არჩევნებს უცილობლად მოიგებს. ახლა კი ერთი თხოვნა უნდა გავაჟღერო და იმედი მაქვს მერია და პირადად კახი კალაძე ამ პრობლემას ბოლოს და ბოლოს გადაჭრის ისე, რომ დიდ უბედურებას გადავრჩებით. საქმე ეხება ეხება მწვავე ავარიულ შენობას, რომელიც მდებარეობს მისამართზე იოსებიძის ქ. N 71. ალბათ ყველა გამვლელს შეუნიშნავს რკინის კონსტრუქციებში მოქცეული შენობა, რომელიც 10 წლის წინ ვითომ დროებით გაამაგრეს. თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის მოგვარება მერია საქმის კურსშია, მაგრამ სამი მერი გამოვიცვალეთ და საკითხი გაყინულია. ეტყობა ინტერესთა ისეთი კომპლიქტია, კალაძეც ვერაფერს შველის.
2 წლის უკან
ლაზი გახარია ნამდვილად ყველას თავის ტკივილია. ახლა, მის გარდა, უკვე ყველას აწყობს, ოცნებამ 43% აიღოს. ეს პირველ რიგში სჭირდება სწორედ ოპოზიციას.
2 წლის უკან
amo ლაზი კარგი მიგნებაა
2 წლის უკან