NBA:

NBA: "კლიპერსი" შემდეგ ეტაპზე გავიდა - "ფილადელფიამ" "ატლანტასთან" სერიაში ანგარიში გაათანაბრა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა და ერთმა კლუბმა დასავლეთ კონფერენციის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

დღის პირველ შეხვედრაში „ატლანტა ჰოუქსი“ „ფილადელფიას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 5-ქულიანი სხვაობით 99:104 დამარცხდა.

შეხვედრა ნეიტ მაკმილანის გუნდის უპირატესობით დაიწყო და პირველი ნახევარი მათ 51:47 იმარჯვეს. თუმცა, მესამე და მეოთხე პერიოდში „ფილადელფიამ“ ჩამორჩენა აღმოფხვრა და საბოლოო ჯამში თამაშის სათავისოდ შემობრუნება მოახერხა, რითაც სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

მარცხის მიუხედავად საუკეთესო ტრეი იანგი იყო. ამერიკელმა კალათბურთელმა 40:11 წუთში 34 ქულა, 5 მოხსნა და 12 პასი მიითვალა. გამარჯვებულთა რიგებში კი 24 ქულით, 3 მოხსნითა და 2 პასით სეტ კარი გამოირჩა.

იანგის გარდა ორმაგი დუნდი კიდევ 3-მა მოთამაშემ: ჟოელ ემბიდმა (22 ქულა, 13 მოხსნა, 1 პასი), კევინ ხიურტერმა (17 ქულა, 11 მოხსნა, 4 პასი) და კლინტ კაპელამ (14 ქულა, 11 მოხსნა 1 პასი) მიითვალეს.

ამრიგად, სერიაში ანგარიში 3:3 გახდა, ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება კი 21 ივნისს გაიმართება.

დღის მეორე შეხვედრა „ლოს ანჯელეს კლიპერსსა“ და „იუტა ჯაზს“ შორის გაიმართა და ტაირონ ლიუს გუნდმა პლეი-ოფის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

„იუტა“ სერიაში ანგარიშის გასათანაბრებლად ყველაფერს აკეთებდა და თამაში ძალიან კარგად დაიწყო. პირველ ნახევარში ქუინ სნეიდერის გუნდმა 72:50 მოიგო და 22-ქულიანი ფორა ჰქონდა, თუმცა მეორე ტაიმში „კლიპერსმა“ სასწაული თამაში აჩვენა, ჩამორჩენა აღმოფხვდა და მას კიდევ 12 ქულა წაამატა. საბოლოო ჯამში კი ლოს ანჯელესელებმა 131:119 მოიგეს.

კარგი თამაში ჩაატარა ტერენს მენმა. 24 წლის ამერიკელმა საკუთარ გუნდს 39 ქულასთან ერთად 2 მოხსნა და 1 პასი შესძინა. „იუტადან“ კი ტრადიციულად დონოვან მიტჩელი გამოირჩა, რომელმაც ასევე 39 ქულა ჩააგდო და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა და 1 პასი დააკლდა.

„ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ სერიაში 4:2 იმარჯვა. მომდევნო ეტაპზე მისი მეტოქე „ფინიქს სანსი“ იქნება, რომელთა პირველი შეხვედრა 20 ივნისს გაიმართება.