აშშ სააკაშვილ-ივანიშვილის პოლიტიკურ რევანშში არ უნდა ჩაერთოს

აშშ სააკაშვილ-ივანიშვილის პოლიტიკურ რევანშში არ უნდა ჩაერთოს

ამერიკული გამოცემა The Hill აქვეყნებს შეიარაღებული ძალების ომის კოლეჯის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტის, სტივენ ბლანკის ბლოგს, სათაურით - "ახალი ფიქრები სამხრეთ კავკასიაზე".
სტატიის ავტორი განხილავს აშშ-ის შანსებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებათან, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში.

როგორც ამერიკელი ექსპერტი წერს, ქვეყნის ახალი ადმინისტრაციები ხშირად იჩენენ გახსნილობას ახალი პოლიტიკისთვის. ერთ-ერთი სფერო, სადაც აშშ-ს ახალი ინიციატივები სჭირდება, სამხრეთ კავკასიაა, რადგან აქ ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები ჩნდება, თითოეული მათგანი აშშ-ის ინტერესებისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს გულისხმობს. როგორც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა აჩვენა, რეგიონში განვითარებული მოვლენების შედეგები მის ფარგლებს გასცდა, რათა მოეცვა ევროპის უსაფრთხოება და ეს დღესაც ასეა.

ვაშინგტონმა უნდა გაანალიზოს, - წერს სტივენ ბლანკი, - რომ ამ ტერიტორიის შიდა მნიშვნელობა და ადგილობრივი კურსი სერიოზულ გავლენას მოახდენს ევროპასა და რუსეთთან ურთიერთობაზე. ადმინისტრაცია ამ რეგიონს არ უნდა განიხილავდეს, როგორც მხოლოდ სატრანზიტო გზას ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოყვანისთვის და მათი აღჭურვისთვის, არამედ როგორც სტრატეგრიული მნიშვნელობის მქონე რეგიონს, რომლის უსაფრთხოებაც ასევე დაკავშირებულია აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესებთან. როგორც ამერიკელი სამხედრო ექსპერტი აღნიშნავს, აშშ-სთვის მეორე შესაძლებლობა კავკასიაში რუსეთ-საქართველოს დიალოგის პროცესის დაწყებაა, თუნდაც ეს მოკლე პირველი ნაბიჯი იყოს.

აშშ-მა საქართველოს არა მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკებებისკენ უნდა მოუწოდოს, არამედ აიღოს ვალდებულება ზოგადად დემოკრატიზაციაზე, პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრემიერ ივანიშვილს შორის პოლიტიკური რევანშის თამაშში ჩართვის გარეშე. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოში დემოკრატიის გაფართოების პროცესს და სერიოზულად განვიხილოთ ეთნიკური საკითხები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წლის ომში. ჩვენ საბოლოოდ უნდა დავისახოთ მიზნად დემოკრატიული საქართველო, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემური საკითხის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა და საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანა.

თუ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობას მიიღებენ საქართველოსთან მოლაპარაკებების გზით, - აღნიშნავს სტივენ ბრიკი, - ერთ-ერთი პირობა სხვა ქვეყნების ყველა სამხედრო ნაწილის ტერიტორიიდან გაყვანა უნდა იყოს. ამის შემდეგ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შემაფერხებელი მიზეზი - დემოკრატიის ნაკლებობა მნიშვნელოვნად იკლებს.
"საქართველოს ამის მერე მიეცემა ახალი შესალებლობები, გააუმჯობესოს საკუთარი უსაფრთხოება და რუსეთის მღელვარებას პასუხი გაეცემა ამ საკამათო ეთნიკური საკითხების რეზოლუციით. რა თქმა უნდა, თუ მოსკოვი უარს იტყვის საქართველოს სუვერენული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანაზე, ამერიკის დიპლომატიამ თვალი უნდა მიადევნოს, რომ რუსეთი გადაიხდის ფასს, რომელიც საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევის საფასური იქნება", - წერს სტივენ ბრიკი.