გია ვოლსკი:  თვითონ არ სცხვენიათ, მაგრამ მე მერიდება, მაგალითად, გუბაზ სანიკიძეს

გია ვოლსკი:  თვითონ არ სცხვენიათ, მაგრამ მე მერიდება, მაგალითად, გუბაზ სანიკიძეს "თავის მოჭრის" საკითხებზე ვესაუბრო და სირცხვილი რა არის, ამაზე წამოვწიო კამათი

ვინ ლაპარაკობს თავის 2 - თვიან ციხესთან დაკავშირებით. ამ ადამიანმა მოსახლეობის დიდი ნაწილი ციხეში ამყოფა და შეგვაგუა, რომ ღირსების შელახვა ჩვეულებრივი ამბავია, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას პარლამენტში სიტყვით გამოსვლას.

მისი თქმით, ნიკა მელია „რეჟიმის დამთავრების ბოლო დღეებში ქონების მიტაცების მთავარი ორგანიზატორია“ და როდესაც ამ საკითხებზე პოლიტიკური კონსესუსის მისაღწევად ყველამ თვალი დახუჭა, „საკმაოდ არააგრესიული და წყნარი იყო“.

,,სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში არ არის ქართული ფენომენი. ბრიტანული, თუ სხვა ევროპული პარლამენტებიც გარკვეულწილად გამოირჩევა სიტყვიერი დაპირისპირებით და ეს ზოგჯერ საკმაოდ მწვავე დებატებში და ხისტ გამონათქვამებშიც გადაიზრდება ხოლმე. მთავარია საკითხი თუ რაზე ვკამათობთ. ვინ ლაპარაკობს თავის 2 -თვიან ციხესთან დაკავშირებით. ადამიანი, რომელმაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ციხეში ამყოფა და შეგვაგუა, რომ ღირსების შელახვა ჩვეულებრივი ამბავია. რომ არა არჩევნები 2012 წელს ეს გაგრძელდებოდა და შეიძლება უარესიც ყოფილიყო. გარდა ამისა, ეს ადამიანი რეჟიმის დამთავრების ბოლო დღეებში ქონების მიტაცების მთავარი ორგანიზატორი იყო და იმ პერიოდში როდესაც ამ საკითხებზე თვალი დახუჭა ყველამ პოლიტიკური კონსესუსის მისაღწევად, საკმაოდ არააგრესიული და წყნარი იყო ამ პერიოდში. თვითონ არ რცხვენიათ, მაგრამ მე მერიდება, რომ მაგალითად გუბაზ სანიკიძეს თავის მოჭრის საკითხებზე ვესაუბრო და სირცხვილი რა არის ამ საკითხზე წამოვწიო კამათი“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ის ასევე გამოეხმაურა გიორგი გახარიას მიერ 20 ივნისთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმით, „20 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პარლამენტში ვერავინ ნახა”. გია ვოლსკის შეფასებით, ამ განცხადებას მხოლოდ „უხერხულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი გააკეთებს“.

,,იმ განცხადებებს თითქოს პარლამენტში არავინ იმყოფებოდა, კაბინეტები დაკეტილი იყო, ის რეკავდა და პასუხს არავინ აძლევდა მგონი უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანი თუ გააკეთებს. მერიდება ასეთ უსუსურ გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთება. რას ნიშნავს კაბინეტში არავინ არ იყო? კაბინეტებშიც იყვნენ და უმრავლესობის წევრებიც საკმაოდ ბევრნი იმყოფებოდნენ შენობაში, თუმცა რა საკვირველია საპოლიციო ოპერაციაში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ. გარწმუნებთ, რომ ოპოზიციასაც შეუძლიათ დაადასტურონ, 20 ივნისს ჩვენ აქ ვიყავით და არაერთ ოპოზიციონერს შევხვდი მეც და პირადად ჩემი კოლეგებიც“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

trampi ირმა ზავრადაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა
ირმა ზავრადაშვილი „ნაცმოძრაობაზე“ - თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ, ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა


9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ზავრადაშვილმა აღნიშნა, თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო.

„არ ვაპირებდი არაფრის თქმას, მაგრამ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა ყველაფერმა. 9 წლის განმავლობაში ვინც ხალხს იჭერდა, კლავდა, სახურავზე აგდებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა და მოსახლეობას უკიდურეს მდგომარეობაში აგდებდა, მეორე 9 წელი მთლიანად საბოტაჟით იყო დაკავებული, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ხელი შეეშალა და პროცესები შეეფერხებინა, დღეს შემობრძანდა პარლამენტში და იმის მაგივრად, რომ საქმეზე ილაპარაკონ, კიდევ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ. რანაირი კანონიც არ უნდა წარმოადგინოთ ბატონო ანრი, ყველაფერზე უარს იტყვიან ესენი მარტივად იმიტომ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა იმ სახის შენარჩუნება, რაც დარჩა ამომრჩეველთან. იმისთვის სჭირდება ამ ჩანაწერის ამოღება აქედან. სახეს ვეღარ შეინარჩუნებთ! სხვათაშორის, მე თუ რამეზე პრეტენზია მაქვს, მაქვს იმაზე, რომ დღეს ამათ კიდევ ამის უფლება აქვთ. მილიონზე მეტი ადამინი უყურებს ამ სხდომას პირდაპირ ეთერში, ესენი არიან „ქართული ოცნების“ მომხრეები, რომლებსაც მხოლოდ ერთადერთი პრეტენზია აქვთ „ქართულ ოცნებასთან“ - რატომ ვაპატიეთ მათ ის, რომ პოლიტიკურ არენაზე ესენი დღეს კიდევ არსებობენ?! ეს არის მთავარი კითხვა. და თუ „ქართულ ოცნებას“ ხმები დააკლდა 2012 წლის შემდეგ ამის ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ეს რეჟიმი არ გასამართლდა და სათანადო ადგილი არ მიეზღო ამათ. საკმარისია უკვე! გადადით კორექტულ ლაპარაკზე და თქვენი აქ ყოფნა მოემსახუროს ხალხს, პირველ რიგში იმ ხალხს, რომლებმაც თქვენ ხმა მოგცათ, ძალიან გთხოვთ!“ - მიმართა ირმა ზავრადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.
2 წლის უკან