The Hill: თეთრ სახლში რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებული სასულიერო პირებისა და ლობისტების შეხვედრა გაიმართება

The Hill: თეთრ სახლში რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებული სასულიერო პირებისა და ლობისტების შეხვედრა გაიმართება

გამოცემა The Hill-ის ცნობით, თეთრ სახლში რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაკავშირებული სასულიერო პირებისა და ლობისტების შეხვედრა გაიმართება.

გამოცემის ინფორმაციით, დელეგაცია თეთრი სახლის რწმენის ოფისთან შეხვედრისას მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის მხრიდან დევნის საკითხს განიხილავს.

წარმომადგენელთა პალატის წევრი „რესპუბლიკელების“ ნაწილი რუსეთის საპატრიარქოსთან დაკავშირებულ სასულიერო პირებთან თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრას აპროტესტებს და გენერალურ პროკურორს პემ ბონდის რუსული გავლენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვს.