საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა რთულია, რადგან მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ ვის მივცემთ ფულს, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმის პანელურ დისკუსიაზე საქართველოს შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, საქართველოს წარმომადგენელიც იმყოფებოდა.
„საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ეს რთულია, რადგან მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, თუ ვის მივცემთ ფულს, ფინანსური დახმარება გაორმაგდა და იქნება კიდევ უფრო მეტი. ჩვენ ახლა ვეძებთ გზებს, თუ როგორ გადავცეთ მათ ფული ისე, რომ არ დავაზარალოთ ისინი. მაგალითად, გასულ კვირას მქონდა დიალოგი კანდიდატი ქვეყნების სამოქალაქო საზოგადოები