ახალი პარლამენტარები

ახალი პარლამენტარები "ჭყონიაში" გოგონებთან ერთად ერთობიან

ქუთაისში გადატანილი პარლამენტით დეპუტატები მაინცდამაინც მოხიბლულები არ არიან. მოგეხსენებათ, მძიმე სამუშაოს შემდეგ განტვირთვა და გართობა ყველა ადამიანს სჭირდება. პარლამენტარებმა ქუთაისში კომფორტული გასართობი და დასასვენებელი ადგილი რომ ვერ იპოვეს, ქობულეთში, "ჭყონიას სასტუმროდ" წოდებულ, "ჯორჯიან პალასს" მიაშურეს. პარლამენტის სხდომების შუალედებში შეძლებული დეპუტატები თურმე, აჭარაში მიემგზავრებიან და სულ რაღაც 2 საათში ზღვის ხედითა და 5 ვარსკვლავიანი კომფორტით ტკბებიან.

როგორც ქობულეთელმა თვითმხილველებმა გვითხრეს, ერთერთი ასეთი ვიზიტისას მათ პარლამენტარი და ყოფილი ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი შეამჩნიეს. მასთან ერთად კი რამდენიმე არცთუ ისე ცნობილი დეპუტატი, "აი, ბევრი რომ ზის პარლამენტში და ოთხი წელი ისე გავა, არ ვიცით ვინ და რატომ იყო იქ, ასეთი ბევრი ჩამოდის", გვიყვება წყარო. მთავარი ისაა, რომ დეპუტატები თურმე მარტოები არ სტუმრობენ "ჭყონიას". მათთან თბილისიდან ახალგაზრდა გოგონები ჩადიან და იქ მიდის გართობა, დილამდე ქეიფით.

როგორც ჩანს, დეპუტატები ჯერ კიდევ არ ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის მოწოდებას, არ უღალატონ მეუღლეებს და მათ გარეშე გასართობად სხვებთან ერთად არ იარონ. შეგახსენებთ, აღნიშნულ საკითხზე ივანიშვილმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, როდესაც მას ირაკლი ალასანიას დუბაიში ვოიაჟთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვეს.

თუმცა პარლამენტის ყველა წევრი როდი მოგზაურობს მეუღლის გარეშე?! მაგალითად, ქობულეთში, ჩვენი წყაროს თანახმად, ზაქარია ქუცნაშვილი მხოლოდ მეუღლესთან ერთად სტუმრობს "ჭყონიას".
გავრცელებულ ჭორებს თუ ვენდობით, მსუბუქი ყოფაქცევის გოგონები, რომლებიც ხშირად იყვნენ დაკავებული პოლიტიკოსების გართობით, ამბობენ, რომ მთავრობის შეცვლის შემდეგ ერთღამიანი ურთიერთობების მოთხოვნამ იკლო. ბევრი გოგონა თურმე უმუშევრობასაც უჩივის. ამას ვერ ვიტყოდით მცირე ხნის წინ, რადგან ზოგიერთმა ნაციონალმა, ალბათ გახსოვთ, არცთუ პრესტიჟულ ადგილზე გაცნობილი ასეთი გოგონა ცოლადაც კი მოიყვანა.