ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს:
„მარკ ცეკერბერგის Facebook -ც კი გათიშულა და როგორ გაბედეს, რომ ტიკარაძის უწყებაში რამდენიმე საათიანი შეზღუდვა იყო რეგისტრაციაზე?
ვინ ხართ ხალხო ამისთანა ყველაფრის მქონე, რომ 4 მილიონი კაცი რომ მიასკდა რეგისტრაციას და საიტმა ვერ გაუძლო და ამის გამო იგინებით? აი ვინ ხართ მართლა ასეთი სასწაულები?
ჯერ იყო და აცრა არ გვინდაო - გადაირიეთ.
მერე იყო და გვინდაო და სადაა წამლებიო?
მერე იყო და წამლები კი არის, მაგრამ აბა სადაა პროპაგანდაო?
მერე იყო და ორი დოზა რატომ უნდა ვიკეთოთო?
მერე იყო და პირველ რეგისტრაციაზე, ვაკელი ვარ და გლდანში ავიცრაო?
ახლა ყველაფერია და ვაიმე 3 საათი ვიწვალოო?
სერიოზულად მაინტერესებს, ამისთანა რა უპრობლემო ცხოვრებით გაქვთ ნაცხოვრები, რომ წამოწოლილი ღამის 3 საათზე თუ ვერ დარეგისტრირდით, პლანეტის წინააღმდეგ გამოდიხართ?
მომჩივანეთაგან, დარწმუნებული ვარ 90 % სულ არ აპირებდა რეგისტრაციის გავლას, სამაგიეროდ საწკმუტუნო მასალა ხომ ნახეთ“?