ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მკაცრად გმობს ისრაელის ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს

საქართველო მკაცრად გმობს ძალადობასა და ისრაელის ტერიტორიაზე სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და დაშავებულებს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. დაძაბულობის დაუყოვნებლივ დეესკალაციას ალტერნატივა არ აქვს სამოქალაქო მოსახლეობას შორის შემდგომი მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად“, - დაწერა Twitter-ზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.