ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განაახლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფებამ სდეროთისა და აშკელონის მიმართულებით 130 რაკეტა გაუშვა.
ისრაელური მედია იუწყება, რომ სარაკეტო დარტყმების შედეგად, 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 6 წლის ბავშვი, რომლის მდგომარეობა კრიტიკულია. ერთ-ერთი რაკეტა ქალაქ სდეროთში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.