სალომე სამადაშვილმა თუ თქვა, პარტია დაიცალა ინტელექტისგან, ეს რეალობისგან ძალიან შორს არის. პირიქით არის და ძალიან მწყდება გული, რომ მსგავსი განცხადება გაკეთდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად სალომე სამადაშვილს წარმატებას უსურვებს.
„სალომე სამადაშვილმა თუ თქვა, პარტია დაიცალა ინტელექტისგან, ეს რეალობისგან ძალიან შორს არის. პირიქით არის და ძალიან მწყდება გული, რომ მსგავსი განცხადება გაკეთდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მე მას წარმატებას ვუსურვებ. მას აქვს თავისი არჩევანი და ლეგიტიმური უფლება, მიიღოს ის გადაწყეტილება, რა გადაწყვეტილებაც მიიღო. მე უფლებას ვიტოვებ, ყველა ჩვენს პარტნიორს, ყველა კოლეგას ვთხოვო, რომ ერთმანეთს თავს ნუ დავესხმებით“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
სალომე სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახალ ეტაპს იწყებს პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისი 4 წლიანი თანაცხოვრება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სრულდება.