გივი მიქანაძე მელიას, უგულავას და სააკაშვილის სარჩელებზე: შეუძლებელია საზოგადოებას დაავიწყეს ის პერიოდი და ის დანაშაულები, რომლებსაც ეს ადამიანები ჩადიოდნენ

გივი მიქანაძე მელიას, უგულავას და სააკაშვილის სარჩელებზე: შეუძლებელია საზოგადოებას დაავიწყეს ის პერიოდი და ის დანაშაულები, რომლებსაც ეს ადამიანები ჩადიოდნენ

შეუძლებელია საზოგადოებას დაავიწყეს ის პერიოდი და ის დანაშაულები, რომლებსაც ეს ადამიანები ჩადიოდნენ. ქართულმა მართლმსაჯულებამ ამ ადამიანებს ძალიან არგუმენტირებულად და დასაბუთებულად გამოუტანა შესაბამისი განაჩენი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ ნიკა მელიასა და გიგი უგულავას მიერ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

„მათ შეუძლიათ იდაონ ევროპულ სასამართლოში, თუმცა ახლო მომავალში დავრწმუნებდით, რომ მათ სარჩელს სამართლებრივი საფუძველიც არა აქვს და ეს საქმეები შემდეგომ გაგრძელებას ვერ ჰპოვებს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ნიკა მელიამ, გიგი უგულავამ და მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.