„ნაციონალური მოძრაობა“, ოპოზიციის ეს რადიკალური ფრთა, ორიენტირებულია დესტაბილიზაციაზე. ორიენტირებულია იმისკენ, რომ საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებას ხელი შეუშალოს. ასე ცდილობენ რევოლუციური გზით ხელისუფლება დაიბრუნონ. ისინი ამას ვერასოდეს ეღირსებიან. პირველ რიგში იმიტომ, რომ საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. აქვთ მცირე ჯგუფის, მათი ამომრჩევლებისა და აქტივისტების მხარდაჭერა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ვხედავდით ამ თვეების განმავლობაში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ აქციების გამართვას ცდილობდა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, 5 000 ადამიანის შეგროვებაც კი უჭირდათ. ვნახეთ ისიც, რომ რამდენიმე თვით ადრე დააანონსეს 15 მაისის აქციები, რაც პრაქტიკაში არასოდეს მომხდარა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ისინი თავადაც კარგად ხვდებიან, საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. ყველანაირი იაფფასიანი მეთოდით ცდილობენ, რომ საზოგადოებაში ახალი დამატებითი ელემენტები შემოიტანონ, მაგრამ საზოგადოება დაიღალა ამ ყველაფრით. საზოგადოების დღის წესრიგი სულ სხვაა. ეს არის ის დღის წესრიგი, რომელზეც „ქართული ოცნება“ არის ორიენტირებული, რომ ვუპასუხოთ პანდემიას და მისგან გამოწვეულ ვითარებას. ეკონომიკის გაჯანსაღება, ადამიანების დასაქმება, სოციალური პირობების გაუმჯობესება, ამ ყველაფერზე ვართ ორიენტირებული. არანაირ ინტერესს არ წარმოადგენს ნიკა მელიას, მისი თანამოაზრეებისა და მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებული მანიპულაციური ქმედებები. საზოგადოებისთვის ეს საინტერესო არ არის. ეს არის მათი კიდევ ერთი მცდელობა იმ არარეალისტური და შეუძლებელი სცენარისა, რომელის განვითარებასაც ჯერ კიდევ 1-ლი ნოემბრიდან ცდილობენ. ამას პერსპექტივა არ აქვს და ვერც ექნება იმიტომ, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე არის დასავლეთთან ინტეგრაცია და სწორედ ამ მიმართულებით მიჰყავს „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა. ვემზადებით, რომ შემდეგი 3 წლის განმავლობაში ინტენსიური მუშაობის საფუძველზე, შევძლებთ ღირსეული და გამართული განაცხადი გავაკეთოთ ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ნიკა მელიამ და გიგი უგულავამ საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.